საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა
საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა — დავით ბატონიშვილის 1019-მუხლიანი რუსული ნორმატიულ-აღწერილობითი შრომა — „Обозрение Грузии по части прав и законоведения“ (1813); მისივე საკოდიფიკაციო პროექტის ერთგვარი ვარიანტი („სამართალი ბატონისშვილის დავითისა“). „მიმოხილვას“ მოწინავე რუსული საზოგადოებისა და მმართველი წრეებისათვის უნდა წარმოეჩინა საქართველო, როგორც მტკიცე თვითმყოფადი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ტრადიციის ქვეყანა, ხელი შეეწყო ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის (ამ შემთხვევაში იგი მოქმედ სამართლად ივარაუდებოდა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ფურცელაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 1983.