საქართველოს საბჭოების I ყრილობა

სრულიად საქართველოს საბჭოების I ყრილობა[1] (25 თებერვალი4 მარტი, 1922, თბილისი) — საქართველოს საბჭოების რიგით პირველი ყრილობა. ესწრებოდა 307 დელეგატი გადამწყვეტი და 73 სათათბირო ხმით. დღის წესრიგი:საქართველოს საერთაშორისო და საშინაო მდგომარეობა (ფილიპე მახარაძე), ამიერკავკასიის ფედერაციის შესახებ (მ. ორახელაშვილი), სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს (მ. ტოროშილიძე), სასურსათო საქმის სახალხო კომისარიატის (ა. ერქომაიშვილი), მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის (ი. ჟვანია), წითლი არმიის ორგანიზაციის (სერგო ორჯონიკიძე), შიმშილობასთან ბრძოლის შესახებ (ფ. მახარაძე), საქართველოს სსრ კონსტიტუციის დამტკიცება (ბ. კვირკველია), არჩევნები.

ყრილობამ მიიღო საქართველოს სსრ პირველი კონსტიტუცია. აირჩია ხელისუფლების უმაღლესი ორგანო — ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკ), ხოლო თავის პირველ სხდომაზე შექმნა მთავრობა — საქართველოს სახალხო კომისართა საბჭო, აირჩია დელეგატები ამიერკავკასიის სფსრ I ყრილობისათვის.

საქართველოს ცაკის სესიები

რედაქტირება
  • საქართველოს I მოწვევის ცაკის პირველი სესია — 7.3.1922, თბილისი;
  • საქართველოს I მოწვევის ცაკის მეორე სესია — 14 - 19.4.1922, თბილისი;
  • საქართველოს I მოწვევის ცაკის მესამე სესია — 2 - 9.10.1922, თბილისი;
  • საქართველოს I მოწვევის ცაკის მეოთხე სესია — 19 - 22.1.1923, თბილისი;
  • საქართველოს I მოწვევის ცაკის მეხუთე სესია — 18 - 22.6.1923, თბილისი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება