საქართველოს ეროვნული ფრონტი

საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების კოალიცია, რომელიც შეიქმნა 2021 წლის ივნისში, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისათვის.

ეროვნულ ფრონტში გაერთიანებულია 4 პოლიტიკურ პარტია: თავისუფალი საქართველო (ლიდერი - კახა კუკავა), ქრისტიან-დემოკრატები (გოჩა ჯოჯუა), ქართული არჩევანი (ბეჟან გუნავა) და თავისუფლება (კონსტანტინე გამსახურდია), აგრეთვე დამოუკიდებელ ადვოკატთა ჯგუფი, რომელთაც ხელმძღვანელობს - ზაზა ხატიაშვილი.

ეროვნული ფრონტი წარმოადგენს ცენტრისტულ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ემიჯნება როგორც ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს, ასევე სააკაშვილის რეჟიმის რევანშისტულ მისწრაფებებს.

დაარსებისთანავე ეროვნული ფრონტი გაემიჯნა ლგბტ -პროპაგანდას და იყო ერთადერთი ოპოზიციური გუნდი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის მშვიდობიან აქციაში 2021 წლის 5 ივლისს (იმავდროულად ეროვნული ფრონტის ლიდერებმა დაგმეს ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა  აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან).

ეროვნულმა ფრონტმა უკვე დაასახელა თბილისის მერობის კანდიდატი - ზაზა ხატიაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - კახა კუკავა.

ოპონენტები (ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა) მიიჩნევენ, რომ ეროვნული ფრონტი წარმოადგენს ულტრა-კონსერვატიულ ჯგუფს, თუმცა თავად ადრესატები ამგვარ შეფასებას არ ეთანხმებიან.

ეროვნული ფრონტის ლოგოს წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამფეროვანი დროშის სტილიზებული ვარიანტი.

საქართველოს ეროვნული ფრონტი

სქოლიო რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • www.freegeo.ge