ბეჟან კუკურის ძე გუნავა (დ. 11 აპრილი 1965, ზუგდიდი) — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი.

ბეჟან გუნავა
დაბადების თარიღი 11 აპრილი, 1965(1965-04-11) (59 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ბელორუსიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ბეჟან გუნავა დაიბადა ქალაქ ზუგდიდში. 1991 წელს დაამთავრა ბელორუსიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, შემდეგ ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი. 1991 წელს გახდა ზუგდიდის საკრებულოს წევრი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2001-2003 წლებში საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის ზუგდიდის საოლქო-საგადასახადო ინსპექციის უფროსი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. ფლობს რუსულ ენას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება