კონსტანტინე გამსახურდია (უმცროსი)

(გადამისამართდა გვერდიდან კონსტანტინე გამსახურდია (პოლიტიკოსი))

კონსტანტინე გამსახურდია (დ. 24 ივნისი, 1961, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი 2024 წლის 15 იანვრიდან. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი.

კონსტანტინე გამსახურდია
დაბადების თარიღი 24 ივნისი, 1961 (1961-06-24) (63 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ეროვნება ქართველი
პარტია „თავისუფლება“
საქმიანობა პოლიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი
მამა ზვიად გამსახურდია
დედა დალი ლოლუა
შვილ(ებ)ი 2

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია დაიბადა 1961 წლის 24 ივნისს ზვიად გამსახურდიასა და დალი ლოლუას ოჯახში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, ხოლო 1986 წელს — ასპირანტურა. 1986–1992 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. 1992–2005 წლებში სახელმწიფო მთარგმნელი და ევრაზიის ექსპერტი; 1997–2004 წლებში შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტი. 2004–2015 წლებში პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ თავმჯდომარე. 2007 წელს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. 2008–2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. ამავე წლებში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე. 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტანტინე გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა. 2019 წლის ნოემბერში იგი დაინიშნა საქართველოს დესპანად გერმანიაში, სადაც იგი 2024 წლის იანვრამდე მუშაობდა. 2024 წლის იანვარში კი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის. თბილისი, პალიტრა L, 2023. 700 გვ. ISBN: 9789941355912
  • ხუთი ლექცია (ავტორი). თბილისი, საარი, 2005. 136გვ.
  • ვიტრაჟები: მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების გერმანული პოეზიიდან (მთარგმნელი). თბილისი, საარი, 2002. - 167გვ. ISBN: 99928-39-50-3
  • პოლიტიკური სცენის მიღმა (ავტორი). თბილისი, კანდელი, 2000. 160გვ.
  • დინების საწინააღმდეგოდ: ისტორიული ნარკვევი ზვიად გამსახურდიაზე (ავტორი). - თბილისი, 1997. 182გვ.
  • ადრექრისტიანული ქართლის კულტურული მოზაიკა (ავტორი). თბილისი, პითაგორა, 1995. 120 გვ.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2023 ლიტერატურული პრემია „მუზა“ წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესესთვის — „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის – ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი“.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება