საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გამოცემული მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გამოცემული 1918 წლის მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებები — საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებები, სომხეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას წარმოშვობილი სამხედრო და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად.
წინარეისტორია
რედაქტირება1918 წლის ოქტომბერში დაწყებული სომხეთის არმიისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოკალური სამხედრო შეტაკებები 6 დეკემბრიდან ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1918 წლის 6 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა თვითნებურად გადმოლახა საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთ საზღვარი და დაიკავა ლორეს ტერიტორია, რასაც მოგვიანებით ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილის დაკავებაც მოჰყვა. ამ ქმედებას სათანადო სამხედრო პასუხი გასცა საქართველოს მთავრობამ.[1]
სომხეთ-საქართველოს ომის პერიოდში, რომელიც 1918 წლის 6 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე გაგრძელდა, საქართველოს ხელისუფლებამ არ ისარგებლა ამიერკავკასიის ბონის გამოშვებით და საკუთარი სამხედრო ხარჯების დასაფარავად ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის ფულადი ერთეულის - ბონის ემისიის მაგივრად მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებების გამოშვება დაისახა მიზნად.
1918 წლის 7 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა მოკლევადიანი სესხის კანონპროექტი, რომელიც მოიწონა საქართველოს პარლამენტმა.[2]
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს კანონპროექტი ითვალისწინებდა ქართული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას პირველად; ეს იქნებოდა მეზობელი რესპუბლიკებისგან განსხვავებით საკუთარი ფულადი ნიშნების გამოშვების პირველი მცდელობა და მას, გარდა ეროვნული ფასეულობისა, ერთგვარი საცდელი დანიშნულებაც ჰქონდა. ხელისუფლება დაინახავდა, თუ როგორ შეხვდებოდა საქართველოს მოსახლეობა ეროვნულ ფასიან ქაღალდებს, მიიღებდა თუ არა მას და გავრცელდებოდა თუ არა ქვეყანაში.
ამ კანონპროექტზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი, კონსტანტინე კანდელაკი წერდა:
1918 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა სხდომა სახელმწიფო ხაზინის ვალდებულებათა გამოცემის შესახებ, რომლის დასკვნითი ეტაპი გაიმართა 1918 წლის 20 დეკემბერს, რა დღესაც საბოლოოდ გადაწყდა მოკლვადიანი ფასიანი ქაღალდების გამოცემა.
1918 წლის მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებები
რედაქტირებადამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოცემა 1918 წლის 24 დეკემბერს დაიწყო.
ჯამურად ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა 50 მლნ. მანეთის ღირებულების ფასიანი ქაღალდები ნომინალით: 25-მანეთიანი, 100-მანეთიანი, 500-მანეთიანი, 1000-მანეთიანი და 5000 მანეთიანი.[4]
აღნიშნული ფასიანი ქაღალდების გამოცემა შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 5000-მანეთიანი გამოიცა 5 მლნ. მანეთის ღირებულების;
- 1000-მანეთიანი - 10 მლნ. მანეთის ღირებულების;
- 500-მანეთიანი - 10 მლნ. მანეთის ღირებულების;
- 100-მანეთიანი - 15 მლნ. მანეთის ღირებულების;
- 25-მანეთიანი - 10 მლნ. მანეთის ღირებულების. [5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://archive.gov.ge/storage/old_files/doc/3/3936.pdf ნიკოლოზ სეფიაშვილი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, პირველი ქართული ფულადი ნიშნების ემისია 1918-1921 წლებში“, საქართველოს ეროვნული არქივი, თბილისი, 2018 წ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნიკოლოზ სეფიაშვილი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, პირველი ქართული ფულადი ნიშნების ემისია 1918-1921 წლებში“, საქართველოს ეროვნული არქივი, თბილისი, 2018 წ., გვ. 16
- ↑ სცსა, ფონდი 1836, აღწ. 1, საქმე 344, ფ. 1
- ↑ ნიკოლოზ სეფიაშვილი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, პირველი ქართული ფულადი ნიშნების ემისია 1918-1921 წლებში“, საქართველოს ეროვნული არქივი, თბილისი, 2018 წ., გვ. 17
- ↑ ნიკოლოზ სეფიაშვილი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, პირველი ქართული ფულადი ნიშნების ემისია 1918-1921 წლებში“, საქართველოს ეროვნული არქივი, თბილისი, 2018 წ., გვ. 18
- ↑ სცსა, ფონდი 1836, აღწ. 1, საქმე 344, ფ. 9