საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 1998

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (1998)ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში 1998 წელს.

ჩატარდა სოფლების, თემების, დაბების და იმ ქალაქების, რომლების არ შედიოდნენ რაიონის შემადგენლობაში — საკრებულოების არჩევნები. საკრებულოების შემადგენლობა ვარირებდა 5-დან 25 წევრამდე. სულ 1031 საკრებულოში ირჩეოდა 10693 საკრებულოს წევრის მანდატი. 378 საკრებულოში, სადაც ამომრჩეველთა რიცხვი აჭარბებდა 2000-ს არჩევნები ჩატარდა გადაწყდა პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხოლო 653 საკრებულოში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 2000–ზე ნაკლები იყო — მაჟორიტარული წესით. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 13-მა ბოლკმა და პარტიამ და 82464 კანდიდატმა. არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პროპორციულ ნაწილში დაწესებული იყო 5%-იანი ბარიერი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 68%-მა.

შედგები საქართველოში

რედაქტირება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველ ერთეულებში გამარჯვება მოიპოვა პარტია აღორძინებამ. საქართველოს მასშტაბით სხვა ერთეულებში გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა. მოქალაქეთა კავშირმა შედარებით დაბალი შედეგი აჩვენა და უმრავლესობა ვერ შექმნა თბილისსა (29,94%) და რუსთავში (22,75%). დიდ ქალაქებში კარგი შედეგი აჩვენეს ლეიბორისტულმა და სოციალისტურმა პარტიებმა.

შედეგები თბილისში

რედაქტირება

თბილისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 664 273 ადამიანი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 258 095 მა. არჩეულ იქნა 55 წევრი


ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, გვ. 52 თბილისი, 2015