საუკუნო ზავი (1720)
კონსტანტინოპოლის საუკუნო ზავი — რუსეთის ხელშეკრულება ოსმალეთთან. დაიდო 1720 წელს, რომელმაც შეცვალა 1713 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება. მან დაამტკიცა სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და ოსმალეთს შორის და აღიარა არსებული საზღვრები, დაადგინა სასაზღვრო სადავო საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტა; რუსეთს ხელახლა (1711 წლის შემდეგ) მიეცა უფლება დიპლომატიური წარმომადგენლები ჰყოლოდა ოსმალეთში. ამ ზავით რუსეთმა უზრუნველყო სამხრეთი ზურგის უსაფრთხოება ჩრდილოეთის ომის დამამთავრებელ ეტაპზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 148.