ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1713)

ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებამ დაასრულა რუსეთ-თურქეთის 1710-1713 წლების ომი. ხელმოწერილია 13 (24) ივნისი ადრიანოპოლში (ახლანდელი ედირნე, თურქეთი) 25 წლის ვადით. ადრიანოპოლის ხელშეკრულების ძირითად დებულებებში მეორდებოდა 1711 წლის პრუტის სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებები. ამ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი იღებდა ვალდებულებას 60 დღის განმავლობაში გამოეყვანა ჯარის ნაწილები რეჩ პოსპოლიტის ტერიტორიიდან რომლებიც უმთავრესად უკრაინის დნეპრის მარჯვენა მხარეს იმყოფებოდნენ. რუსეთ-თურქეთის საზღვარი გადატანილ იქნა მარცხენა სანაპირო გეტმანშინის საზღვრებთან  — მდინარეების სამარის და ორელის (Орель, Оріль) შორის შემდეგ სამხრეთ აღმოსავლეთით სივერის დონეცამდე. რუსეთი კარგავდა ზაპოროჟიის აღმოსავლეთ ნაწილს და მთლიანად იყო იზოლირებული აზოვის ზღვისაგან. ასევე გადაიხედა საზღვრები მარჯვენა სანაპირო (დნეპრიდან) უკრაინის მიწებზე, კიევიდან დაწყებული. 1714 წ. 23(12) აპრილს ადრიანოპოლის ხელშეკრულებას დამატებული იქნა 2 სტატია, რითაც თურქეთის სულთანი ნებას რთავდა რეჩი პოსპოლიტის ჯარებს დაეკავებინათ დნეპრის მარჯვენა სანაპირო უკრაინის ტერიტორია. საიდანაც უკვე გაყვანილი იყო მოსახლეობა ლიკვიდირებული მარჯვენა სანაპირო კაზაკების პოლკების "სლუჩიდან დნეპრის" საზღვრამდე. შესაბამისად ამ შეთანხმებამდე რუსეთის იმპერია ეთანხმებოდა 1711 და 1712 წლების ხელშეკრულებებს, მათ შორის აღიარებდა თურქეთის იურისდიქციას ზაპოროჟიის კაზაკებზე (Військо Запорізьке).

ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება წარმოადგენდა დიდ დიპლომატიურ წარმატებას რუსეთისათვის, მიუხედავად მისი ტერიტორიული დანაკარგებისა, რითაც უზრუნველყოფდა მოქმედების თავისუფლებას ბალტიის ზღვის სანაპიროებისათვის ბრძოლაში. ადრიანოპოლის ხელშეკრულება მოქმედებდა კონსტანტინოპოლის 1720 წლის "სამუდამო ზავის" (სამუდამო მშვიდობის) ხელშეკრულების დადებამდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • არტამონოვი ვ.ა. რუსეთი და რეჩი პოსპოლიტა პოლტავის გამარჯვების შემდეგ (1709—1714). მ., 1990 (Артамонов В.А. Россия и Речь Посполитая после Полтавской победы (1709—1714). М., 1990);
  • ჩუხლიბი ტ. ვ. დნეპრის მარჯვენა სანაპირო უკრაინა XVII — ს-ის დასაწყისში და XVIII ს-ნის ბოლოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში (Чухліб Т.В. Правобережна Україна в міжнародних договорах у другій половині XVII — на початку XVIII ст. В кн.: Українська козацька держава: витоки та шляхи історичного розвитку, вип. 3. К.—Черкаси, 1993)
  • კაზაკების უკრაინული სახელმწიფო: ისტორიული განვითარების გზები, გამ. 3. კ.—ჩერკასი, 1993.
  • ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება ქსე, ტ. 1, გვ. 102, თბ., 1975