სასხორის იოანე მახარებლის ეკლესია

სასხორის იოანე მახარებლის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში. ეკლესია დგას სოფლის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესიის ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან

ეკლესია დარბაზულია (8,2 X 5,7 მ), ნაგებია დიდი ზომის რიყის ქვითა და ქვიშაქვით, გამოყენებულია აგურიც. ფასადებზე საპირე ქვები ალაგ-ალაგ ამოცვენილია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. დასავლეთის კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. ფასადები მოპირკეთებულია ირეგულარულად ნაწყობი რიყის ქვითა და ქვიშაქვით. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის წირთხლის ქვაზე მხედრული წარწერაა.

ლიტერატურა

რედაქტირება