ახალი ევროპა (სასტუმრო)
სასტუმრო „ახალი ევროპა“ (აზერბ. Yeni Avropa) — ყოფილი სასტუმრო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.
ამჟამად სასტუმროს შენობაში განთავსებულია რუსეთის ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ბაქოს ოფისი. ამჟამინდელი მისამართია ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევის ქუჩა № 13.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ბრძანების თანახმად, შენობა არის აზერბაიჯანის ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის არქიტექტურული ძეგლი.
ისტორია
რედაქტირებაექვსსართულიანი სასტუმრო აშენდა 1913 წელს მოდერნის სტილში .[1], არქიტექტორ იოზეფ პლოშკოს მიერ[2] შენობის დამკვეთი იყო ბაქოს მენავთობე მუსა ნაგიევი. სასტუმროს შენობა იყო ბაქოს რამდენიმე სასტუმროთაგან ერთ-ერთი და იშვიათი შენობა ქალაქში, რომელიც აღჭურვილია ლიფტებით. საბჭოთა კავშირის პირველ წლებში აზერბაიჯანის სხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან სტუმრები ჩვეულებრივ სასტუმროში რჩებოდნენ, ხოლო უცხოელები — ინტურისტის სასტუმროში. [3]
რუსი პოეტი სერგეი ესენინი 1925 წელს გაჩერდა აღნიშნულ სასტუმროში, კერძოდ № 59 ოთახში. ასევე ცნობილი სტუმრებიდან აღსანიშნავია რურიკ ივნევი. მის მიერ დაკავებული სასტუმროს № 81 იყო. 1925 წლის ივნისში სასტუმროს ეწვია რუსი მსახიობი ვასილი კაჩალოვი.
1950 წელს ჰეიდარ ალიევი, რომელიც ახალი ჩამოსული იყო ქალაქში სამუშაოდ, დასახლდა სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში. ალიევი აქ რვა თვე დარჩა.[3] მოგვიანებით, ალიევმა გაიხსენა 40-იანი წლების დასაწყისში სასტუმროში ყოფნის შესახებ:
1999 წლის 3 ოქტომბერს, ყოფილი სასტუმროს რესტავრირებულ შენობაში, გაიმართა რუსეთის ნავთობკომპანიის „ლუკოილის“ ახალი ოფისის საზეიმო გახსნა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ АКАДЕМИЯ НАУК АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ ССР ИНСТИТУТ АРХИТЕКТУРЫ И ИСКУССТВА Шамиль Фатуллаев ГРАДОСТРОИТЕЛЬСТВО БАКУ XIX - начала XX веков
- ↑ Заплетин Г., Ширин-заде Г. Русские в истории Азербайджана. — Б.: Ганун, 2008. — С. 83. — 366 с.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Речь Президента Азербайджанской Республики Гейдара Алиева на церемонии торжественного открытия нового офиса российской нефтяной компании \"ЛУКойл\" в Баку - 3 октября 1999 года