სასირეთის ნამოსახლარი გორა

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

სასირეთის ნამოსახლარი გორა,ჭოტია გორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში, საშუალო სკოლის დასავლეთით, 100 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანით. გორის სამხრეთი ფერდობი გაუჭრიათ სკოლის სასროლეთისთვის. ჭრილში ჩანს რამდენიმე კულტურული ფენა. გორაზე და ჭრილში უხვად იპოვება თიხის ჭურჭლის ნატეხები. არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1984 წელს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

ლიტერატურა

რედაქტირება