სასირეთის განძი — ძვ. წ. XII საუკუნის I ნახევრის ბრინჯაოს ნივთების შემცველი განძი, რომელიც აღმოჩენილია 1930 წელს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში. განძის შემადგენლობაში იყო : I სახეობის კოლხური ცული, ცენტრალური ამიერკავკასიის ტიპის ცული, სატეხი, სატევარი, ლაგამი, გედისა და ჯიხვის თავის სკულპტურული გამოსახულებები, 2 ნაწილისაგან შედგენილი ბალთა; სახურავიანი სამფეხა ჭურჭელი, რომლის ცენტრში ფრინველის სკულპტურული გამოსახულებაა. ნივთები დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება