სასაპალნე ტრანსპორტი
სასაპალნე ტრანსპორტი — მიწისზედა ტრანსპორტის სახეობა, რომელიც წარმოადგენს მთებში, უდაბნოებში, ტყიან-ჭაობიან და ტაიგიან ადგილებში ტვირთვის გადატანის საშუალებას სასაპალნე ცხოველების მეშვეობით. გამოიყენება იქ, სადაც უგზოობის, ადგილის ხასიათისა და ამინდის მდგომარეობის გამო შეუძლებელია საჭაპანო და საავტომობილო ტრანსპორტის ან ვერტმფრენის გამოყენება. სასაპალნე ცხოველების სახით გამოიყენება: ცხენი, ჯორი, აქლემი, ვირი, ირემი და სხვა. ტვირთის დამაგრებისა და შეკავებისასთვის ცხოველის ზურგზე ამაგრებენ საკიდარს ან სასაპალნე უნაგირს. სასაპალნეების დატვირთვის ნორმა დამოკიდებულია სასაპალნე ცხოველის სახეობასა და ადგილის გადაკვეთის ხარისხზე და ჩვეულებრივ, შეადგენს ცხოველის ცოცხალი მასის 1/3-დან 1/5 -მდე. ცხოველის უკიდურესი ტვირთამწეობა შეადგენს 80-100 კგ-ს. გამწევი ძალის სახით მეტად ეფექტურია აქლემი, რომელსაც შეუძლია დღე-ღამეში შორეულ გადასვლებში 30-40 კმ-ის გავლა და გადააქვს საკუთარი მასის 50%. საგზაო ნიშნებისა და სიგნალების თანახმად (ვენის კონვენცია) ნიშანი → მოცემულ გზაზე კრძალავს საჭაპანო და სასაპალნე ტრანსპორტით გადაადგილებას.