სარმიზეგეტუზა
სარმიზეგეტუზა (ლათ. Sarmisegetuza Regia, Sarmisegetusa, Sarmisegethusa, Sarmisegethuza) — დაკიის მთავარი სამხედრო, რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. დაკიის მეფეების, მათ შორის დეცებალის, რეზიდენცია. მდებარეობს რუმინეთის ქალაქ ორეშტიეს მახლობლად, სამხრეთ-დასავლეთ ტრანსილვანიაში, მთებში. ზღვის დონიდან 1 200 მეტრზე.
დაანგრიეს რომაულმა ძალებმა დაკიის ომების პერიოდში. 106 წელს აქ გაიმართა სარმიზეგეტუზის ბრძოლა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა ტრაიანე-დეცებალის 101-106 წლების ომის პერიოდში. ქალაქის განადგურების შემდეგ მისგან 50 კმ-ში დააარსეს რომაული დაკიის ახალი დედაქალაქი ულპია-ტრაიანა.
1999 წელს ციხესიმაგრე შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, როგორც დაკიის ციხესიმაგრეების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Cetățile dacice din Munții Orăștiei - Sarmizegetusa Regia დაარქივებული 2022-07-12 საიტზე Wayback Machine.
- Photo Gallery of Sarmizegetusa Regia დაარქივებული 2012-02-24 საიტზე Wayback Machine.
- Photo Gallery of The Dacian Fortress დაარქივებული 2009-10-09 საიტზე Wayback Machine.
- The Dacian Fortresses of the Orastie Mountains
- The Dacians - pictures of the fortresses in the Orastie Mountains