ივანე სარიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან სარიშვილი, ივანე)

ივანე სარიშვილი (დ. 11 დეკემბერი, 1912, სოფ. ასკანა, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 5 ივნისი, 1977) — ქართველი აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1948). საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1958). სკკპ წევრი 1940 წლიდან. ლენინის სახელობის საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მეცნიერების აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1972-), საქართველოს სსრ IV, V, VI, VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1932 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1937 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობის კათედრის დოცენტი იყო, ხოლო 1938–1975 წლებში აგროქიმიის კათედრის გამგე, 1949–1956 წლებში — აგრონომიის ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1956–1974 წლებში — ამავე ინსტიტუტის რექტორი, 1974 წლიდან სსრკ აგროქიმიის მომსახურების ცენტრალური ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორი. საქართველოში პირველმა შეადგინა აგროქიმიის კარტოგრამა: გამოიკვლია წითელმიწა ნიადაგების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, შეისწავლა საქართველოში ტენიანი სუბტროპიკული ზონის ნიადაგების ბუნება, ნიადაგის მიკროელემენტებით განოყიერება და სხვა. იგი ასზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება