ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სარა გადონი (ინგლ. Sarah Gadon; დ. 4 აპრილი, 1987 წელი) არის კანადელი მსახიობი. მან თავისი სამსახიობო კარიერა დაიწყო სატელევიზიო სერიალებით - "Are You Afraid of the Dark?" (1999), Mutant X (2002) და Dark Oracle (2004). მას ასევე ჰქონდა ხმოვანი როლები სხვადასხვა სატელევიზიო სერიალში. გადონმა აღიარება მოიპოვა დევიდ კრონენბერგის ფილმებით - "A Dangerous Method" (2011), "Cosmopolis" (2012), Maps to the Stars (2014). მან ასევე ითამაშა დენის ვილნუვის თრილერში „Enemy“ (2013), დრამაში Belle (2013) და საშინელებათა ფილმში Dracula Untold (2014).

სარა გადონი

ადრეული წლები

რედაქტირება

სარა გადონი დაიბადა 1987 წლის 4 აპრილს ტორონტოში, ონტარიოში. იგი არის პედაგოგი დედისა და ფსიქოლოგი მამის შვილი. გადონი თავის უფროს ძმასთან, ჯეიმსთან ერთად გაიზარდა. გადონს აქვს ინგლისური და იტალიური წარმოშობა.

სარა სწავლობდა ხელოვნების სხვადასხვა სკოლაში და 5 წლის ასაკში ჩაირიცხა ეროვნული ბალეტის სკოლაში. ბალეტმა გადონს პირველი როლი მიანიჭა. მან ითამაშა სპექტაკლ - "მაკნატუნაში".

სარა გადონმა პირველი მოქმედი როლი 10 წლის ასაკში მიიღო. მან მიიღო როლი სერიალში - "La Femme Nikita". მისი მშობლები დაჟინებით მოითხოვდნენ მის სკოლაში დარჩენასა და როლების შესრულებას მხოლოდ შვებულების დროს.

ტორონტოში ყოფნამ გადონს მისცა შესაძლებლობა, ემონაწილევა კანადურ ფილმებში - "Siblings", "Leslie", "My Name is Evil". სარა მონაწილეობდა კანადურ სატელევიზიო სერიალებში - "This Is Wonderland", "Flashpoint", "The Border", "Being Erica", "Happy Town", "Murdoch Mysteries". სარა ასევე მონაწილეობდა სპექტაკლებში ადგილობრივ ამერიკულ თეატრში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

სარა გადონი სასიყვარულო ურთიერთობებში იმყოფება მეტ ჰანამთან, რომელიც არის სერიალებისა და ფილმების რედაქტორი და მრავალგზის ჯილდოს მფლობელი. წყვილი ერთმანეთს პირველად შეხვდა გადასაღებ მოედანზე. დღეს უკვე 3 წელზე რაც ისინი ერთად არიან, როგორც ჩანს ისინი დაქორწინებას არ ჩქარობენ.

სარა გადონის ბოლოდროინდელი შემოქმედებაა - "Lolz-ita", "Paseo", "Letterkenny" და "Alias Grace". მან მსახიობობა დაიწყო 10 წლის ასაკიდან. სარას პირველი როლი იყო სერიალში - "La Femme Nikita", მან შასრულა ჯულიას როლი. იგი მონაწილეობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან პეტა ვილსონი, როი დუპუისი, მეთიუ ფერგიუსონი, დონ ფრანკსი, ევგენი რობერტ გლეიზერი და ალბერტა უოტსონი.

გადონი ასევე გამჩნდა სერიალებში - "Twice in a Lifetime", "Are You Afraid of the Dark?", "Flashpoint" და "The Other Me". მან ასევე მოიგო ნომინაცია, ახალგაზრდა ხელოვანის ჯილდო.

მის ნამუშევრებს შორის ყველაზე ცნობილია ფილმი არის Flashpoint და Ruby Gloom. ის იყო ნომინირებული ACTRA - ს პრემიაზე.

2017 წელს მას ჰქონდა როლი ფილმში - Letterkenny. სარასთან ერთად ფილმში მონაწილეობდნენ მსახიობები - ჯარედ კიესო, ნეითან დელეზი, მიშელ მილეტი, ჯეიკობ ტიერნი, დილან ფლეიფეირი და სხვები. იმავე წელს მან იმონაწილევა ფილმში "The Death and Life of John F. Donovan" კიტ ჰარინგტონთან, ჯესიკა ჩასტინთან, ნატალი პორტმანთან, სუზან სარანდონთან, კეიტი ბეიტსთან, ბელა თორნთან და მაიკლ გამბონთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სარა_გადონი“-დან