სარა ბრაუნ ინგერსოლ კუპერი

სარა ბრაუნ ინგერსოლ კუპერი (ინგლ. Sarah Brown Ingersoll Cooper; დ. 12 დეკემბერი, 1835 – გ. 11 დეკემბერი, 1896) — ამერიკელი განმანათლებელი, ავტორი, ევანგელისტი, ფილანტროპი და სამოქალაქო აქტივისტი. ახსოვთ როგორც რელიგიური მასწავლებელი; კუპერი იყო საბავშვო ბაღების საერთაშორისო კავშირის პირველი პრეზიდენტი, საბავშვო ბაღების ეროვნული კავშირის, ქალთა პრესის ასოციაციის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი. ასევე, ქალთა ხმის უფლებათა ასოციაციის და ქალთა ქრისტიანული კავშირის პრეზიდენტი. მსახურობდა Century Club-ის ვიცე-პრეზიდენტად, ქალთა კლუბების მსოფლიო ფედერაციის ხაზინადარად და ასოცირებული საქველმოქმედო ფონდის დირექტორად. იყო პან-რესპუბლიკურ კონგრესში არჩეული ხუთი ქალიდან ერთ-ერთი. 1893 წლის მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიციიდან დაბრუნებულმა წვლილი შეიტანა ქალთა კონგრესის ორგანიზებაში, რომლის პირველი პრეზიდენტიც თავად გახდა. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, კუპერმა განაცხადა, რომ ის იყო ცხრამეტი საზოგადოების ოფიცერი საქველმოქმედო მიზნებისთვის.[1]

სარა ბრაუნ ინგერსოლ კუპერი

კუპერი 1874 წელს
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1835
კაზენოვია, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 11 დეკემბერი, 1896 (60 წლის)
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი კაზენოვიის სასულიერო სემინარია, ტროას ქალთა სასულიერო სემინარია
საქმიანობა განმანათლებელი, სუფრაჟისტი
მეუღლე(ები) ჰელსი ფენიმორ კუპერი (1855-1885)

ბევრს წერდა ქალების, ბავშვების და განათლების შესახებ.[2]

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

სარა ბრაუნ ინგერსოლი 1835 წლის 12 დეკემბერს ნიუ-იორკში დაიბადა.[3] ჰყავდა ორი უმცროსი და: მისის სკილტონი და მისის რიიზ როულინგსი. ბავშვობაში დედის გარდაცვალების შემდეგ, იშვილა 70 წელს გადაცილებულმა დეიდამ.[1] მისი ბიძაშვილი იყო რობერტ. ჯ. ინგერსოლი.[4]

12 წლის ასაკში მისი ნაწერები გამოჩნდა სოფლის ჟურნალში, Madison County Whig, ამის შემდეგ აქტიურად მუშაობდა ლიტერატურაზე და თავის ნამუშევრებს აქვეყნებდა სხვადასხვა გაზეთებში. 14 წლის ასაკში, გახსნა კვირის სკოლა, რომელიც მდებარეობდა ქალაქ კაზენოვიიდან 8 მილში, არწივის სოფელში.

1853 წელს დაამთავრა კაზენოვიის სასულიერო სემინარია, რომელიც პირველი ერთობლივი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აშშ-ში და მის კურსდამთავრებულებს შორისაა ლელანდ სტენფორდი, ფილიპ არმორი და ჩარლზ დადლი უორნერი. შემდგომ დადიოდა „ტროას ქალთა სასულიერო სემინარიაში“,[3] რომლის დირექტორი ფრენსის უილარდი იყო. ამ სკოლაში სწავლობდა მუსიკასა და თანამედროვე ენებს.[5]

კოლეჯის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა ავგუსტაში, ჯორჯიაში, გუბერნატორის, უილიამ შლის ოჯახში. გუბერნატორის მფლობელობაში არსებულ პლანტაციებზე 500-ზე მეტი მონა მუშაობდა.[6] ინგერსოლი მათ ხშირად უყრიდა ერთად თავს და წმინდა წერილებს ასწავლიდა.[3]

 
სარა ბრაუნ ინგერსოლ კუპერი

ავგუსტაში ყოფნისას, 1855 წელს, იგი დაქორწინდა ჰელსი ფენიმორ კუპერზე, ასევე კაზენოვიის სემინარიის კურსდამთავრებულზე,[6] რომელიც პრეზიდენტმა ფრანკლინ პირსმა დანიშნა ტენესის, ჩატანოგას პორტის ამზომველად და ინსპექტორად. ცოლ-ქმარი რედაქტორებად მუშაობდნენ The Advertiser-ში. მათ ჰყავდათ ორი ქალიშვილი, ჰარიეტი („ჰატი“) (დ. 1856) და მოლი (დ. 1861), წყვილს შეეძინა ორი ვაჟი, რომლებიც ჩვილობისას გარდაიცვალნენ.

როგორც აბოლიციონისტები, აშშ-ის სამოქალაქო ომის დაწყებისას ჩრდილოეთ მხარეს გადასახლდნენ.[3] [7] ცოტა ხნით დასახლდნენ ვაშინგტონში, შემდეგ, 1863 წელს გადავიდნენ მემფისში, ტენესში, სადაც ბატონი კუპერი დაინიშნა შიდა შემოსავლების შემფასებლად. იქ, სარა კუპერი აირჩიეს ლტოლვილთა დახმარების საზოგადოების პრეზიდენტად. ასევე, 100-დან 300-მდე ჯარისკაცს ასწავლიდა ბიბლიას. 1864 წელს, ქალიშვილის, მოლის გარდაცვალების შემდეგ, დაეწყო დეპრესია და ხანგრძლივი ავადმყოფობა. ორი წლის განმავლობაში ცდილობდა გამოჯანმრთელებას სენტ-პოლში, მინესოტაში. სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში გადასვლის შემდეგ სარა გამოკეთდა, მისი მეუღლე ამ დროს მუშაობდა შიდა შემოსავლების სამსახურში. შემდეგ სარა გახდა Overland Monthly-ის თანამშრომელი, მუშაობდა კორექტორად, ესეისტად და წიგნის მიმომხილველად. წერდა სტატიებს რელიგიური პრესისთვის, ასევე, აშშ-ს მთავრობისთვის იკვლევდა და წერდა მოხსენებებს განათლების შესახებ.[8]

მან ბიბლიის გაკვეთილების ჩატარება დაიწყო სან-ფრანცისკოში, ჰოვარდ პრესვიტერიანულ ეკლესიაში, ხოლო შემდეგ მუშაობდა გოლგოთის პრესვიტერიანულ ეკლესიაში.[3]

კუპერი მსახურობდა Associated Charities-ის დირექტორად, ასევე იყო „წყნარი ოკეანის სანაპირო ქალთა პრესის ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, Century Club-ის წევრი და ბიბლიის კლასის ერთ-ერთი ლიდერი შეერთებულ შტატებში. აირჩიეს 1893 წლის პან-რესპუბლიკური საბავშვო ბაღის კონგრესის წევრად. ის ასევე იყო სპიკერი მსოფლიო კოლუმბიურ გამოფენაზე (ჩიკაგო, 1893 წელი).[9]

1894 წელს აირჩიეს ქალთა კლუბების მსოფლიო ფედერაციის ხაზინადარად.[10] 1895 წელს იყო საბავშვო ბაღების ეროვნული კავშირის პრეზიდენტი, ხოლო მოგვიანებით გახდა საბავშვო ბაღების საერთაშორისო კავშირის პირველი პრეზიდენტი.[11]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1879 წელს სარას მეუღლემ, ჰელსიმ დაკარგა სამსახური, რის შედეგადაც ოჯახს ფინანსური სირთულეები შეექმნა. ჰელსიმ სიცოცხლე 1885 წელს თვითმკვლელობით დაასრულა. სარამ განაგრძო საქველმოქმედო კარიერა. ჩართული იყო ქალთა უფლებების დამცველ ჯგუფებში. მისმა ქალიშვილმა ჰარიეტმა დატოვა მასწავლებლის თანამდებობა, რათა დედას დახმარებოდა. თუმცა, დიდ დეპრესიაში ჩავარდა მამის თვითმკვლელობის შემდეგ. შედეგად, 1896 წლის 11 დეკემბერს,[7][12][13] თვითნებურად დედამისიც და საკუთარი თავიც გაზით მოიწამლა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 „Mrs. Cooper's Life Work“. San Francisco Chronicle. 12 December 1896. p. 10. ციტირების თარიღი: 22 February 2021 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  2. Lindley & Stebner 2008, p. 48.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Willard & Livermore 1893, p. 206.
  4. „Both Dead, And By The Daughter's Hand“. The San Francisco Call. 12 December 1896. p. 2. ციტირების თარიღი: 22 February 2021 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  5. M. Bradley Company 1896, p. 205.
  6. 6.0 6.1 Arena Publishing Company 1897, pp. 929–34.
  7. 7.0 7.1 Staff. (2003)Guide to the Sarah Brown Ingersoll Cooper Papers, 1813-1921. Cornell University Library. ციტირების თარიღი: 2007-11-28
  8. Starr 1986, p. 219.
  9. James, James & Boyer 1971, p. 381.
  10. „Mrs. Cooper's Unhappy Death. Asphyxiated By Her Daughter, Who Ended Her Own Life“. The Times. Philadelphia. 13 December 1896. p. 4. ციტირების თარიღი: 22 February 2021 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  11. „Distinguished American Woman“. El Paso Times. 5 September 1975. p. 21. ციტირების თარიღი: 22 February 2021 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  12. Staff (December 12, 1896). „They Met Death Together“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2007-11-28.
  13. Sarah Brown Ingersoll Cooper American educator. ციტირების თარიღი: 19 July 2020