საპროლეგნიასნაირნი
საპროლეგნიასნაირნი (ლათ. Saprollegniales) — უმდაბლესი სოკოების რიგი ოომიცეტების კლასისა. კარგად განვითარებული უუჯრედო მიცელიუმი აქვთ. მისი წვრილი წვრილი ჰიფები რიზოიდების საშუალებით სუბსტრატშია ჩაშვებული. უსქესო გამრავლების ორგანო ზოოსპორანგიუმია, სქესობრივისა — ოოგონიუმი და ანთერიდიუმი. უფრო ცნობილი გვარებია საპროლეგნია (ლათ. Saprolegnia) და ახლია (ლათ. Achlya), რომლებიც საპროფიტულად ცხოვრობენ მწერების ლეშზე ან პარაზიტობენ თევზებზე. ხშირად იწვევენ მათ სიკვდილს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 96.