საპრეზიდენტო ლენტი
საპრეზიდენტო ლენტი — ქსოვილის ლენტი, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრეზიდენტი ატარებს. მსგავს ლენტებს ძირითადად ატარებენ აფრიკის, აზიის, ევროპისა და განსაკუთრებით ლათინური ამერიკის ქვეყნების პრეზიდენტები.
ლენტი პრეზიდენტის ინსტიტუტის უწყვეტობის სიმბოლოა და მას მხოლოდ პრეზიდენტები ატარებენ. მისი ღირებულება სახელმწიფოს მეთაურისათვის შეიძლება შედარდეს გვირგვინს მონარქიებში. როდესაც პრეზიდენტი პოსტს ტოვებს, იგი თავის მემკვიდრეს ლენტს ოფიციალურად გადასცემს, რაც ინაუგურაციის ცერემონიის ოფიციალური ნაწილია.
საპრეზიდენტო ლენტები, როგორც წესი, მრავალფერია და გადაწყვეტილია სახელმწიფო დროშის ფერებში, განსაკუთრებით ლათინური ამერიკის ქვეყნების შემთხვევაში. პრეზიდენტები მას მარჯვენა მხარზე, მარცხენა მიმართულებით ატარებენ. ლენტზე აუცილებლად გამოსახულია სახელმწიფო გერბიც.
გალერეა
რედაქტირება-
ფერნანდო ლუგო, პარაგვაის პრეზიდენტი 2008 - 2012 წლებში
-
მარიანო ოსპინა პერესი, კოლუმბიის პრეზიდენტი 1946 – 1950 წლებში
-
ხულიო მარია სანგინეტი, ურუგვაის პრეზიდენტი 1995 - 2000 წლებში
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მსოფლიოს საპრეზიდენტო ლენტები დაარქივებული 2012-11-24 საიტზე Wayback Machine.
- საპრეზიდენტო ლენტის ისტორია დაარქივებული 2014-01-02 საიტზე Wayback Machine. (პორტუგალიური)