საომარი ცხენი (ფილმი)
„საომარი ცხენი“ (ინგლ. War Horse) — 2011 წლის ამერიკული სამხედრო ფილმი, რომლის რეჟისორი და პროდიუსერია სტივენ სპილბერგი. ფილმი დაფუძნებულია მაიკლ მორპურგოს ამავე სახელწოდების 1982 წლის რომანზე. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ემილი უოტსონი, დეივიდ თიულისი, პიტერ მულანი, ნილს არესტრუპი და ჯერემი ირვინი.
„საომარი ცხენი“ | |
---|---|
ჟანრი | სამხედრო ფილმი |
რეჟისორი | სტივენ სპილბერგი |
სცენარის ავტორი | |
როლებში | |
კომპოზიტორი | ჯონ უილიამსი |
სტუდია | |
დისტრიბუტორი |
Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 146 წუთი[2] |
ქვეყანა |
აშშ ინდოეთი[3] |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 66–70 მილიონი აშშ დოლარი[4][5] |
შემოსავალი | 177.6 მილიონი აშშ დოლარი[4] |
ფილმში მოქმედება პირველი მსოფლიო ომის პარალელურად ვითარდება და ის მოგვითხრობს ჯოის თავგადასავალს, რომელიც არის ბრიტანელი მოზარდის, ალბერტის, მიერ გამოყვანილი ცხენი. ცხენს ყიდულობს არმია, რის გამოც ის ომის დროს ბევრ პატრონს გამოიცვლის. DreamWorks Pictures-მა რომანის კინემატოგრაფიული უფლებები მოიპოვა 2009 წლის დეკემბერში, სპილბერგი კი ფილმის რეჟისორად 2010 წელს გამოცხადდა.
ფილმი ამერიკის კინო ინსტიტუტისა და ეროვნული მიმოხილვითი საბჭოს მიერ 2011 წლის საუკეთესო ფილმების ათეულში დასახელდა და ნომინირებული იყო ოსკარზე (მათ შორის საუკეთესო ფილმი), ასევე ოქროს გლობუსზე და BAFTA-ზე.
შინაარსი
რედაქტირებაამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
1912 წელს გერმანიასთან ომი გამოცხადდა. ძლიერი წვიმის შედეგად ალბერტის ოჯახის ნათესები ნადგურდება, რის გამოც ტედი აიძულებს ჯოი ჯარში გაყიდოს. ალბერტს გული სწყდება და ცდილობს გაყიდვის შეჩერებას, მაგრამ ძალიან გვიანია. კაპიტანი ჯეიმზ ნიკოლსი ხედავს ალბერტის მიჯაჭვულობას და ჯოის მოვლას ჰპირდება მას.
ჯარს მიჰყავს ცხენოსანი არმია გერმანიის ბანაკის გავლით, მაგრამ დანაყოფს გაუხსნიან ცეცხლს. ნიკოლსი კვდება, ცხენები კი გერმანელებს მიჰყავთ. ჯოისთან ერთად მაღალი თანამდებობის პირის ცხენიც ხვდება სახელად ტოპთორნი.
გიუნტერი, ახალგაზრდა გერმანელი ჯარისკაცი, ჯოისა და ტოპთორნზე ზრუნავს. როდესაც მისი ძმა მაიკლი ფრონტის ხაზზე გაგზავნეს, გიუნტერი ცხენებს წაიყვანს და ოთხივე უდაბნოში მიდის. გერმანიის არმიამ დეზერტირობისთვის დახვრიტა ბიჭები. მეორე დღეს დილით მათ ფრანგი გოგონა ემილი აღმოაჩენს. გერმანელი ჯარისკაცები ბაბუის ფერმაში ჩავიდნენ, მაგრამ ემილი ცხენებს თავის საძინებელში მალავს. დაბადების დღისთვის ემილის ბაბუა მას ჯოის ტარების უფლებას აძლევს. ისინი გადაეყრებიან გერმანელებს, რომლებიც ცხენებს კონფისკაციას უკეთებენ.
1918 წლისთვის ალბერტი საბოლოოდ ჩაირიცხა ჯარში.
გერმანელები იყენებენ ჯოის და ტოპტორნს არტილერიის გადასაზიდად. მათზე ჰენგლმენი ზრუნავს თუმცა ტოპთორნი კვდება. ჯოი კი გარბის,რა დროსაც მავთულხლართებში მოექცევა. კოლინი, ბრიტანელი ჯარისკაცი, თეთრი დროშის ქვეშ ჯოისკენ მიემართება და ცდილობს გაათავისუფლოს იგი. პეტრე, გერმანელი ჯარისკაცი, მოდის მავთულის საჭრელებით და ისინი ერთად გადაარჩენენ ჯოს. იმისათვის, რომ გადაწყვიტონ ვინ უნდა წაიყვანოს ცხენი გადააგდებენ მონეტას. კოლინი იგებს და დაშავებული ჯოი ბრიტანეთის ბანაკში მიჰყავს. ამავე ბანაკში კი ალბერტი აღმოჩნდება, რომელსაც თვალები აქვს დაზიანებული, ჯოის კი ხმით იპოვის.
მას შემდეგ რაც პირველი მსოფლიო ომი მთავრდება და ჯოის აუქციონზე ყიდიან, რადგან მხოლოდ ოფიცრების ცხენები დაბრუნდებიან სახლში. ალბერტს ბანაკის ჯარისკაცები ეხმარებიან და უგროვებენ ფულს, თუმცა აუქციონზე გამოჩნდება ემილის ბაბუა, რომელიც ცხენს იყიდის. იგი ალბერტს ეუბნება, რომ ემილი გარდაიცვალა და ცხენია ის, რაც მხოლოდ მისგან დარჩა. ალბერტი ევედრება მას, რომ ცხენი მიჰყიდოს, ბაბუა ხედავს ცხენსა და ალბერტს შორის ძლიერ კავშირს, ამიტომ მას ცხენს ყოველგვარი საფასურის გარეშე ჩუქნის. ალბერტი ჯოისთან ერთად ბრუნდება ოჯახის ფერმაში.
მსახიობები
რედაქტირება- ჯერემი ირვინი — ალბერტ ნარაკოტი
- პიტერ მულანი — ტედ ნარაკოტი
- ემილი უოტსონი როუზ ნარაკოტის როლში
- ნილს არესტრუპი — ბაბუა
- დეივიდ თიულისი — ლიონი
- ტომ ჰიდლსტონი კაპიტანი ჯეიმზ ნიკოლსის როლში
- ბენედიქტ კამბერბაჩი მაიორი ჯეიმი სტიუარტის როლში
- სელინ ბუკენსი — ემილი
- ტობი ქებელი კოლინის როლში
- პატრიკ კენედი ლეიტენანტი ჩარლი უავერლი
- ლეონარდ კაროვი — რიგითი მაიკლ შრედერი
- დევიდ კროსი — რიგითი გიუნტერ შრედერი
გამოხმაურება
რედაქტირებაRotten Tomatoes- ზე[6], ფილმი აქვს 75% ეფუძნება 237 მიმოხილვას, რომელზეც საშუალო ქულაა 6.97 / 10. Metacritic-ზე[7] ფილმს აქვს 72/100 ქულა 40 კრიტიკოსზე დაყრდნობით, რაც მიუთითებს "ზოგადად ხელსაყრელ შეფასებებს". CinemaScore– ის მიერ გამოკითხულმა აუდიტორიამ მიანიჭა ფილმს A.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 MCcarthy, Todd (December 15, 2011). „War Horse: Film Review“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 13 January 2021.
- ↑ War Horse (12A). British Board of Film Classification. ციტირების თარიღი: 3 December 2011
- ↑ War Horse (2011) | BFI
- ↑ 4.0 4.1 War Horse. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 17 April 2012
- ↑ The Making of Steven Spielberg's 'War Horse'. The Hollywood Reporter (2 December 2011). ციტირების თარიღი: 28 November 2020
- ↑ WAR HORSE. www.rottentomatoes.com. (26 დეკემბერი, 2020)
- ↑ War Horse. www.metacritic.com. (26 დეკემბერი, 2020)
- ↑ War Horse. www.imdb.com. (26 დეკემბერი, 2020)