სანციანშანი
სანციანშანი (ჩინ. 三清山) — მთის მასივი და ეროვნული პარკი ჩინეთში, ძიანსის პროვინციაში, ქალაქ ნანჩანიდან 215 კმ-ით აღმოსავლეთით. 2008 წელს შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ამ ტერიტორიისთვის დამახასიათებელია უღრანი ტყეები და მათ შუაგულში მდებარე გრანიტის კლდეთა ჯგუფები.
სანციანშანის ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 28°54′57″ ჩ. გ. 118°03′52″ ა. გ. / 28.91583° ჩ. გ. 118.06444° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2008 (32-ე სესია) |
ნომერი | 1292 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1292 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ეროვნული პარკი მოიცავს 22 950 ჰა-ს და მდებარეობს ჰუაიუს მთათა სისტემის დასავლეთით. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს 48 მწვერვალი და 89 გრანიტის სვეტი, რომლებიც ძალიან ჰგვანან ადამიანთა თუ ცხოველთა სილუეტებს. უმაღლესი მწვერვალია სანციანშანი, 1 817 მ ზღვის დონიდან. პარკი დაფარულია ზომიერი სარტყელის ტყეებით, მაგრამ გარს სუპტროპიკული მცენარეულობა აკრავს. გავრცელებულია 1000 სახეობის მცენარე და 800 სახეობის ცხოველი.
მთებში მდებარეობს დაოსიზმის ტაძარი.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: