სანქტ-პეტერბურგის ეკატერინე ალექსანდრიელის ბაზილიკა

სანქტ-პეტერბურგის ეკატერინე ალექსანდრიელის ბაზილიკა (რუს. Базилика Святой Екатерины Александрийской) — ერთ-ერთი უძველესი კათოლიკური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. ტაძარი აგებულია 1738-1783 წლებში.

სანქტ-პეტერბურგის ეკატერინე ალექსანდრიელის ბაზილიკა
სანქტ-პეტერბურგის ეკატერინე ალექსანდრიელის ბაზილიკა — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ეკატერინე ალექსანდრიელის ბაზილიკა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′08″ ჩ. გ. 30°19′44″ ა. გ. / 59.93556° ჩ. გ. 30.32889° ა. გ. / 59.93556; 30.32889
რელიგიური კუთვნილება კათოლიციზმი
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810612000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) დომენიკო ტრეზინი
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVIII საუკუნე

ტაძარი მიეკუთვნება ღვთისმშობლის არქიეპარქიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარეპიკსოპოსი პაოლო რეცი.

წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელის კათოლიკური თემი დაარსდა 1716 წელს. 1738 წელს იმპერატორმა ანა ივანეს ასულმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას ნევის პროსპექტზე კათოლიკური ეკლესიის აშენების შესახებ, მაგრამ მშენებლობა მიმდინარეობდა დიდი პრობლემებით. თავდაპირველი პროექტი შეიმუშავა პიეტრო ანტონიო ტრეზინიმ, მისი ხელმძღვანელობით დაწყებული სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა 1751 წელს ხუროთმოძღვრის სამშობლოში დაბრუნების გამო. XVIII საუკუნის 60-იან წლებში არქიტექტორმა ჟან ბატისტ მიშელ ვალენ-დელამოტმა, მაგრამ უშედეგოდ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კათოლიკური თემი მსახურობდა დროებით ტაძარში. 1782 წლისათვის მშენებლობა დასრულდა. მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ იტალიელი არქიტექტორი მინჩიანი და ანტონიო რინალდი, უკანასკნელი იყო კათოლიკური თემის მამასახლისი. 1783 წლის 7 ოქტომბერს ტაძარმა საკათედრო დანიშნულება შეიძინა, აკურთხეს ეკატერინე ალექსანდრიელის სახელზე, რომელიც იყო იმპერატორ ეკატერინე II-ის ზეციური მფარველი.

წმინდა ეკატერინეს ტაძართან დაკავშირებულია მრავალი ცნობილი პიროვნება. 1798 წელს აქ დაასაფლავეს პოლონეთის უკანასკნელი მეფე სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი (შემდეგ გადაასვენეს პოლონეთში). 1813 წელს აქ დაკრძალეს ფრანგი გენერალი ჟან ვიქტორ მორო. ტაძრის მრევლი იყო ცნობილი არქიტექტორი ოგიუსტ რიკარ მონფერანი, რომელმაც ააშენა ისააკის ტაძარი. მან აქ დაიწერა ჯვარი და მონათლა შვილი. აქვე დაკრძალეს მისი ცხედარი, რის შემდეგაც მისმა ქვრივმა ცხედარი საფრანგეთში გადაასვენა.

ტაძარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორდენების კუთვნილება იყო. თავდაპირველად ეკლესია ეკუთვნოდა ფრანცისკანელებს, 1801 წელს პავლე I-მა ტაძარი გადასცა იეზუიტებს, ხოლო 1815 წელს იეზუიტების მოსკოვიდან გაძევების შემდეგ, ეკლესია გადაეცა დომინიკანელებს. 1859 წელს ტაძარში მონათლეს მომავალი არქიტექტორი ფიოდორ შეხტელი[1].

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კათოლიკური მრევლის რაოდენობა მოითვლიდა 30 000-მდე ადამიანს.

ეკატერინე ალექსანდრიელის ტაძარში მოღვაწეობდნენ ისეთი კათოლიკე ადამიანები,რომლებიც შემდეგ წმინდანებად შერაცხეს: ზიგმუნდ ფელინსკი, ურსულა ლედუხოვსკაია და ანტონი ლეშჩევიჩი. ამჟამად მიმდინარეობს მთელი რიგი ადამიანების ბეატიფიკაციის პროცესი, რომლებიც მოღვაწეობდნენ ტაძარში. კერძოდ: კონსტანტინ ბუდკევიჩი, ანტონი მალეცკი, ბოლესლავ სლოსკანი და ეპისკოპოსი თეოფილიუს მატულიონისი.

ბოლშევიკების მმართველობის პერიოდში მრევლის გარკვეული ნაწილი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. წინამძღვარი კონსტანტინ ბუდკევიჩი დახვრიტეს 1923 წელს.

1938 წელს ტაძარი დახურეს და გაძარცვეს[2]. ჭურჭელი, ხატები და წიგნები 40-ათასიანი ტაძრის ბიბლიოთეკიდან გადაყარეს ქუჩაში. 1947 წელს გაჩნდა ხანძარი, რომლის დროსაც დაზარალდა ინტერიერი[2].

ტაძრის შენობა გამოიყენებოდა, როგორც საწყობი; 1977 წელს მიიღეს გადაწყვეტილება შენობის რეკონსტრუქციის შესახებ. 1984 წელს ტაძარში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა გაანადგურა ყველა ქანდაკება, მოხატულობის კვალი, მარმარილოს კანკელი და XVIII საუკუნის 12-მეტრიანი ორღანი.

კათოლიკური ეკლესიის ნორმალური ფუნქციონირება აღსდგა XX საუკუნის 90-იან წლებში. 1992 წელს ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტაძარი დაებრუნებინათ მრევლისათვის. 1992 წლისათვის დასრულდა რესტავრაციის პირველი ეტაპი. დააყენეს დროებითი კანკელი. 2008 წლის 29 ნოემბერს აკურთხეს ეკლესიის მთავარი ნავი[3]. 2013 წელს მან მიიღო მცირე ბაზილიკის სტატუსი. იგი ერთადერთი ბაზილიკაა რუსეთში[4].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Кравчун П.Н. Органы католических храмов Санкт-Петербурга. - СПб.: Родные просторы, 2013. - 264 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება