სანათი
სანათი (არაბ.-სპარს. სანად-საბუთი) — ვალდებულებითი საბუთი, უმთავრესად სავალო ხელწერილი, ხშირად გირავნობითურთ. სანათს თამასუქიც ერქვა. ტერმინი გავრცელებული იყო XVII—XVIII საუკუნეებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მასალები საქართველოს ეკონომიური ისტორიისათვის, დანართი, 1, 2, 3, წიგნების ლექსიკონი და საძიებლები, შეადგინა მ. ბერძენიშვილმა, თბ., 1957;
- ფურცელაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 75.