სამხრეთ-აზიური მდინარის დელფინი
სამხრეთ-აზიური მდინარის დელფინი (Platanista gangetica) — საფრთხის ქვეშ მყოფი მტკნარი წყლის ან/და მდინარის დელფინი, რომელიც სამხრეთ აზიის რეგიონში ორი სუბსახეობითაა წარმოდგენილი: მდინარე განგის დელფინი (P. g. gangetica, პოპულაცია დაახლოებით 3500) და მდინარე ინდის დელფინი (P. g. minor, პოპულაცია დაახლოებით 1500). მდინარე განგის დელფინების ნახვა შესაძლებელია განგში, ბრაჰმაპუტრასა და მათშენაკადებში ბანგლადეშის, ინდოეთისა და ნეპალის ტერიტორიაზე, ხოლო მდინარე ინდის დელფინის ნახვა მხოლოდ პაკისტანში მდინარე ინდსა და მის არხებში და ინდოეთში მდინარებიასიშია შესაძლებელი.[1] 11970-იანი წლებიდან 1998 წლამდე ამ დელფინებს სხვადასხვა სახეობას მიაკუთვნებდნენ, თუმცა 1998 წლიდან კლასიფიკაცია შეიცვალა და ერთი სახეობის ორ სხვადასხვა სუბ-სახეობად მიიჩნიეს. ინდოეთის მთავრობამ მდინარე განგის დელფინი ეროვნულ წყლის ცხოველად და ინდური ქალაქის, გუვაჰატის ოფიციალურ ცხოველად. გამოაცხადა,[2][3] მდინარე ინდის დელფინი პაკისტანის მთავრობამ ეროვნულ ძუძუმწოვრად გამოაცხადა,ხოლოინდოეთის ხელისუფლებამ პენჯაბის შტატის წყლის ცხოველად.[1][4]
ტაქსონომია და ევოლუცია
რედაქტირება1801 წელს სახეობა ორმა სხვადასხვა ავტორმა, ლებეკმა და როქსბურგმა აღწერა, რის გამოც უცნობია, პირველი აღწერა ვის მიეწერება.[5] 1970-იან წლებამდე სამხრეთაზიური მდინარის დელფინი ერთ სახეობად მიიჩნეოდა. ორი სუბსახეობა გეოგრაფიულად ერთმანეთისგან გამოყოფილია და ასეულობით წლების მანძილზე ერთმანეთთან არ შეჯვარებულა. თავის ქალის სტრუქტურაზე, ხერხემლისა და ლიპიდების შემადგენლობაზე დაყრდნობით მეცნიერებმა ორი პოპულაცია 1970-იანი წლების დასაწყისში ერთმანეთისგან სხვადასხვა სახეობად გამოყო. [6] 1998 წელს კვლევებმა ახალი კითხვები წარმოშვა, რის შემდეგაც თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა მოლეკულური მიმდევრობების ანალიზი, აღნიშნული სახეობები ერთი სახეობის ორ სუბსახეობად მიიჩნიეს. მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული სუბსახეობები გამოყოფილი სახეობების ნიშნებს არ ავლენენ.[7] დღეისთვის მიღებული კლასიფიკაციით ორი სუბსახეობა: მდინარე განგის დელფინი (P. g. gangetica) და მდინარე ინდის დელფინი (P. g. minor) Platanista-ის გვარში ერთიანდება.[8]
სამხრეთ-აზიური მდინარის დელფინის სინონიმებია: მდინარის ბრმა დელფინი და გვერდულადმცურავი დელფინი. მდინარე განგის სუბსახეობას განგის სუსუსა და შუშუკს უწოდებენ, ხოლო მდინარე ინდის სუბსახეობას ბჰულანს, ინდის დელფინსა და ინდის ბრმა დელფინს.
ორი სუბსახეობის მიტოქონდრიული დნმ-ის განსხვავების სიხშირის შეფასებით, აღნიშნული სუბსახეობები მათ საერთო წინაპრებს დაახლოებით 550 000 წლის წინ გამოეყვნენ. ამ სუბსახეობების წინაპარი მიოცენის შუა ხანებში ზღვის დონის მატებისას სამხრეთ აზიის კონტინენტურ ზღვებში მობიინადრე ცხოველი უნდა ყოფილიყო.[9] უძველესი განამარხებული ნიმუში, რომელიც აღნიშნულ სახეობას მიეკუთვნება, მხოლოდ 12 000 წლისაა.[10]
აღწერა
რედაქტირებამდინარის ყველა დელფინის მსგავსად სამხრეთ-აზიურ მდინარის დელფინს გრძელი, წაწვეტებული ცხვირი აქვს. როგორც ზედა, ისე ქვედა ყბის კბილების დანახვა მაშინაცაა შესაძლებელი, როდესაც პირი მოკუმული აქვთ. ახალშობილების კბილები თითქმის ინჩის სიგრძის, თხელი და მორკალულია. ზრდასთან ერთად, კბილებიც ფორმაც იცვლება: ზრდასრულთა კვილები კვადრატული, ძვლოვანი და თეფშისებურია. დინგი ბოლოსკენ ვიწროვდება. ნავიგაციისა და ნადირობისთვის ექოლოკაციას იყენებენ.[11]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „Indus river dolphin is Punjab’s state aquatic animal“. timesofindia. timesofindia. ციტირების თარიღი: 2 February 2019.
- ↑ Declaration of Gangetic Dolphin as National Aquatic Animal (10 May 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 31 მაისი 2019.
- ↑ „Gangetic river dolphin to be city animal of Guwahati“. The Times of India. 6 June 2016.
- ↑ The Official Web Gateway to Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 November 2016. ციტირების თარიღი: 23 October 2016
- ↑ Kinze, C.C. (2000). „Rehabilitation of Platanista gangetica (Lebeck, 1801) as the valid scientific name of the Ganges dolphin“. Zoologische Mededelingen. National Museum of Natural History. 74: 193–203.
- ↑ Pilleri, G.; G. Marcuzzi & O. Pilleri (1982). „Speciation in the Platanistoidea, systematic, zoogeographical and ecological observations on recent species“. Investigations on Cetacea. 14: 15–46. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს
|last-author-amp=
(დახმარება) - ↑ Braulik, G. T.; Barnett, R.; Odon, V.; Islas-Villanueva, V.; Hoelzel, A. R.; Graves, J. A. (2015). „One Species or Two? Vicariance, Lineage Divergence and Low mtDNA Diversity in Geographically Isolated Populations of South Asian River Dolphin“. Journal of Mammalian Evolution. 22 (1): 111–120. doi:10.1007/s10914-014-9265-6.
- ↑ Rice, DW (1998). Marine mammals of the world: Systematics and distribution. Society for Marine Mammalogy. ISBN 978-1-891276-03-3.
- ↑ Braulik, G. T.; Barnett, R.; Odon, V.; Islas-Villanueva, V.; Hoelzel, A. R.; Graves, J. A. (2014). „One Species or Two? Vicariance, Lineage Divergence and Low mtDNA Diversity in Geographically Isolated Populations of South Asian River Dolphin“. Journal of Mammalian Evolution. 22 (1): 111–120. doi:10.1007/s10914-014-9265-6.
- ↑ Smith, B.D.; Braulik, G.T. (2017). „Platanista gangetica“. IUCN Red List of Threatened Species. 2017: e.T41758A50383612. doi:10.2305/IUCN.UK.2017-3.RLTS.T41758A50383612.en.
- ↑ South Asian river dolphin (Platanista gangetica). EDGE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 26 July 2011.