სამხრეთული პუტასუ

სამხრეთული პუტასუ[1] (ლათ. Micromesistius australis) — თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა. სიგრძეში 60 სმ-მდეა, მასა 1,5 კგ. შეფერილია ლურჯიდან რუხ-ცისფრამდე, ზურგი მუქია, მუცელი თეთრი. სანაპირო-პელაგური თევზია, ბინადრობს ფოლკლენს-პატაგონიის შელფზე, სკოშის ზღვაში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ ამაღლებებში; ჩვეულებრივ ცხოვრობს 150–400 მეტრის სიღრმეზე (ზოგჯერ 600-მდეც). ტოფობს 3–5 წელში, სექტემბერ – ნოემბერში; ნაყოფიერება 20–130 ათასი ქვირითი. ცნობილია 2 ქვესახეობა: პატაგონიური სამხრეთული პუტასუ (M. a. australis) და ახალზელანდიური სამხრეთული პუტასუ (M. a. pallidus).[2]

სამხრეთული პუტასუ

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ვირთევზასნაირნი
ოჯახი:  ვირთევზასებრნი
გვარი:  პუტასუ
სახეობა:  სამხრეთული პუტასუ
ლათინური სახელი
Micromesistius australis (Norman, 1937)
  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 258, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. Котляр, А. К.. Путассу ru. Большая российская энциклопедия. Электронная версия (2016). ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2023