სამშობლოსთვის დაღუპულთა მემორიალი (აზოვი)

სამშობლოსთვის დაღუპულთა მემორიალი (რუს. Мемориал «Павшим за Родину») — მემორიალური კომპლექსი აზოვში, როსტოვის ოლქი რუსეთის ფედერაცია. გაიხსნა 1971 წლის 9 მაისს. მემორიალი არის გრანიტის ორი სტელა, რომლის წინ მარადიული ცეცხლი ანთია.

სამშობლოსთვის დაღუპულთა მემორიალი
Мемориал «Павшим за Родину»
კოორდინატები 47°05′56″N 39°25′28″E / 47.0989° ჩ. გ. 39.4244° ა. გ. / 47.0989; 39.4244
მდებარეობა აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია
არქიტექტორი გ. ივანოვი, ნ. ხაზაგეროვა
თარიღდება 1971

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქ აზოვის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში, სასაფლაოსთან მდებარეობს ადგილი, სადაც დაკრძალეს საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ადამიანები, აქვე დაკრძალეს 1942 წელს აზოვის თავდაცვის დროს დაღუპული მეომრები, № 3207 ჰოსპიტალში ჭრილობებისაგან დაღუპული მეომრები, 44-ე არმიის დაღუპული მეომრები, 1943 წელს აზოვისა და აზოვისპირეთის გათავისუფლებს დროს დაღუპული მეომრები. ქალაქში თანდათანობით ჩამოყალიბდა ძმათა სასაფლაო. ომის შემდეგ აქ დადგეს ტიპური ძეგლი, რომელზეც გამოსახული იყო ჯარისკაცი დროშით ხელში.

1969 წელს გადაწყვიტეს სამშობლოსათვის დაღუპულთა ძეგლის რეკონსტრუქცია და მემორიალური კომპლექსის შექმნა ახალ მოედანზე. „Ростовгражданпроект“-ის ინჟინრებმა გ. ივანოვმა და ნ. ხაზაგეროვამ მოამზადეს მემორიალის პროექტი.

გადაწყვიტეს აქვე გადაესვენებინათ მეომართა ცხედრები საძმო სასაფლაოდან საძო საფლავში. ძეგლში გააკეთეს ნიში, რომელშიც ჩადეს კაფსულები იმ მიწებიდან სადაც იბრძოდნენ ჯარისკაცები მეორე მსოფლიო ომის დროს. ზოვში ჩაიტანეს მიწა სევასტოპოლიდან, ვოლგოგრადიდან, ნოვოროსიისკიდან, დონის როსტოვიდან, ნოვობატაისკიდან, პავლო-ოჩაკოვკიდან, აზოვის რაიონის ხუტორ ობუხოვკიდან, ჩრდილოეთი კავკასიიდან, სადაც 1942 წელს იბრძოდნენ აზოველი მეომრები ლ. ვ. კონდრატიევი და ა. პ. კირიჩენკო.

სამშობლოსთვის დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა 1971 წლის 9 მაისს გამარჯვების ახალ მოედანზე. იგი წარმოადგენს ორ გრანიტის სტელას, რომლის ახლოსაც მუდმივად ანთია ცეცხლი. მოგვიანებით სტელას ოთხივე მხრიდან შემოაკრეს 1918-1920 და 1941-1945 წლების მეომრების ბარელიეფი. მუდმივი ცეცხლის ჩირაღდანი აანთეს ნოვოჩერკასკში, შემდეგ იგი ჯავშანმანქანით აზოვში გადაიტანა პოდპოლკოვნიკმა გ. კ. ვოლკოვმა.

1989 წელს მუდმივ ცეცხლთან დაკიდეს მემორიალური დაფა ტექსტით, რომელიც გვეუბნება, რომ მემორიალი ეძღვნება საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ადამიანების, 1942 წელს აზოვის თავდაცვის დროს დაღუპული მეომრების, № 3207 ჰოსპიტალში ჭრილობებისაგან დაღუპული მეომრების, 44-ე არმიის დაღუპული მეომრების, 1943 წელს აზოვისა და აზოვისპირეთის გათავისუფლებს დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას.

1983 წელს მიმდინარეობდა მემორიალის რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც სტელებზე თეთრი მარმარილოს მაგივრად გააკრეს წითელი-ყავისფერი გრანიტი. სტელაზე დააყენეს თეთრი თაბაშირის ბარელიეფი, ხოლო 1989 წელს დაკიდეს მემორიალური დაფა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Михайлушкин П., Мемориал Славы /П. Михайлушкин //Приазовье. – 1983. – 18 декабря.
  • Федотова Т. Мемориал «Павшим за Родину» и площадь Победы в городе Азове /Т. Федотова //Азовская неделя. – 2010. – 6 мая. – С. 3.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება