სამუტსაქონის პროვინცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამუტსაქონი ( ტაი. สมุทรสาคร) — ტაილანდის ერთ-ერთი ცენტრალური პროვინცია ( ჩანგვატი ). პროვინცია დაარსდა აქტის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა სამუთპრაკანის, ნონთაბურის, სამუთსაქონის და ნაქონნაიოკის პროვინციებს. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1946 წლის 9 მაისს. [1]

პროვინცია
სამუტსაქონის პროვინცია
ტაი. สมุทรสาคร
დროშა გერბი


เมืองประมง ดงโรงงาน ลานเกษตร เขตประวัติศาสตร์
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Samut Sakhon
შიდა დაყოფა Mueang Samut Sakhon, Krathum Baen და Ban Phaeo
კოორდინატები 13°32′50″ ჩ. გ. 100°16′25″ ა. გ. / 13.54722° ჩ. გ. 100.27361° ა. გ. / 13.54722; 100.27361
ფართობი 872 კმ²
მოსახლეობა 584 703 კაცი (2019)
სიმჭიდროვე 662 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 034
საფოსტო ინდექსი 74
ოფიციალური საიტი http://www.samutsakhon.go.th

მეზობელი პროვინციებია (სამხრეთ – დასავლეთიდან საათის ისრის მიმართულებით) სამუთ სონგხრამი, რატჩაბური, ნახონ პათომი და ბანგკოკი . სამუთ სახონი არის ბანგკოკის მიტროპოლიტის შემადგენელი.

ტოპონიმი

რედაქტირება

სიტყვა სამუტ სანსკრიტული სიტყვა სამუდრადან მოდის ნიშნავს ,,ოკეანეს", ხოლო სიტყვა სახონ ასევე სანსკრიტული საგარადან მოდის და ითარგმნება როგორც ,,ტბა".

გეოგრაფია

რედაქტირება

სამუტ სახონი არის მდინარე თა ჩინ კლონგის პირას, მდინარე ჩაო ფრაიას შენაკადის, რომელიც ტაილანდის ყურეში ჩაედინება. სანაპიროზე ბევრი მარილიანი ადგილებია, რომლებიც ზღვის მარილის მრეწველობისთვის გამოიყენება. [2]

სამუტნაქონის პროვინციაში ტროპიკული სავანის კლიმატია ( Köppen- ის კლიმატის კლასიფიკაციის კატეგორია Aw) და შესაბამისად ზამთარი მშრალი და თბილია. ტემპერატურა მაისამდე იზრდება. მუსონების სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გადის, რა დორსაც დამახასიათებელია ძლიერი წვიმა და დღის განმავლობაში გარკვეულწილად გაცივებული ტემპერატურა, თუმცა ღამეები თბილია. მაქსიმალური ტემპერატურაა 39,7 °C (103,5 ° ფ) აპრილსა და მაისში და ყველაზე დაბალი ტემპერატურაა 12.0 ° C (53.6 ° ვ) დეკემბერში. ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურაა 35.4 ° C (95.7 ° ვ) აპრილში და მინიმალური საშუალო ტემპერატურაა 22,0 ° C (71.6 ° ვ) დეკემბერში. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 1648 მილიმეტრი. მაქსიმალური დღიური ნალექი 248 მილიმეტრია, რომელიც მაისში ფიქსირდება. წვიმიანი დღეების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 130 დღეა. [3]

ტერიტორიის უძველესი სახელწოდებაა თჰა ჩინი (,,ჩინური ბურჯი"), რაც სავარაუდოდ გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ ეს იყო სავაჭრო ნავსადგური, სადაც ჩინური ჯონკა ჩამოდიოდა. [4]

ეკონომიკა და რესურსები

რედაქტირება

პროვინციის შემოსავალი მეტწილად სოფლის მეურნეობისა და თევზაობის სფეროზეა დაფუძნებული. 2020 წლის მონაცემებით სამუთ საქონს აქვს 6000-ზე მეტი ქარხანა, რომელთა უმეტესობა მცირეა, სადაც დასაქმებულია 50-ზე მცოტა მუშა. მცირე ფირმებს არ აქვთ ბიუჯეტი გარემოსდაცვითი მექანიზმების დასაყენებლად, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. შედეგად, სამუთ სახონი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული პროვინციაა ქვეყნის მასშტაბით. [5]

აღმოჩნდა, რომ მუეანგის რაიონის ინდუსტრიული ტერიტორიიდან ნიადაგისა და წყლის ნიმუშები დაბინძურებულია დარიშხანის, ტყვიის, კადმიუმის, ქრომის, თუთიის, სპილენძის და ნიკელის მაღალი რაოდენობით.

 
ბრენდი

2018 წელს ტაილანდის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი აღმოჩნდა სამუტსაქონის პროვინციაში. [6] PCD– ის თანახმად, 2019 წელს პროვინციულ ატმოსფეროში დაბინძურების დონე უჩვეულოდ მაღალი იყო, მისი ზომა იყო 195 მიკროგრამი კუბურ მეტრზე (მკგ / მ³). [7]

სამუთ სახონი არის ზღვის მარილის წამყვანი მწარმოებელი. 2011 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სამუტსაქონში 12 572 რეი მარილის ქვაბს 242 ოჯახი აწარმოებდა.[8]

სიმბოლოები

რედაქტირება

პროვინციულ გებზე გამოსახულია ჩინური ჯონკა სანაპიროს წინ, რომლის ფონზეა ქარხანა და მისგან ამომავალი კვამლი. ჩამოთვლილთაგან ორივე ეხება როგორც ძველ სავაჭრო ტრადიციას, ასევე ადგილობრივ ინდუსტრიებს.პროვინციის დროშა ჰორიზონტალურად იყოფა სამ ნაწილად: ვარდისფერი / ღია ცისფერი / ვარდისფერი (1: 3: 1), რომლის ცენტრშიც პროვინციის გერბია გამოსახული. პროვინციული ბრენდი არის თეთრი ქარხნის, თევზაობის ნავის, თევზისა და ლურჯი წყლისა და მწვანე ფოთლის სურათი.პროვინციის ლოზუნგია ,,თევზაობის ქალაქი, ქარხნული ქალაქი, სამეურნეო დანიშნულების ადგილი, ისტორიული ადგილი". [9]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

პროვინციის მთავრობა

რედაქტირება

პროვინცია დაყოფილია სამ ოლქად ( ამფოები ). რაიონები კიდევ იყოფა 40 ქვე- ოლქად ( ტამბონები ) და 290 სოფლად (მუბანები). [10]

 
სამუთ სახონის პროვინციის რუკა რაიონებით
  1. მუეანგ სამუთ სახონი
  2. კრატუმ ბაენი
  3. ბან ფაეო .

Ადგილობრივი მმართველობა

რედაქტირება
ქალაქის მუნიციპალიტეტები მოსახლეობა
 1 სამუთ სახონი . [11] 67 515   2 ომ ნოი . [12] 53 978
მცირე ქალაქის მუნიციპალიტეტები მოსახლეობა
 1 კრატუმ ბაენი . [13] 27 827   2 ხლონგ მადუეა. [14] 22,265
ქვეოლქის მუნ. მოსახლეობა   6 ხოკ კრაბუე [15]   9 869
 1 ლაკ ჰა [16] 41 958   7 ხაე რაი [17]   8,708
 2 სუან ლუანგი [18] 34 200   8 დონ კაი დი [19]   7 881
 3 ნა დი 27 733   9 ბანგ პლა   6 869
 4 Bang Ya Phraek 25 058 10 კასეტ ფათჰანა   5,178
 5 თა ჩინ 12,518 11 ბან ფეო   3,242

2017 წლის ადამიანის განვითარების ინდექსი

რედაქტირება
ჯანმრთელობა Განათლება დასაქმება შემოსავალი
       
8 45 12 2
საცხოვრებელი ოჯახი ტრანსპორტი Მონაწილეობა
 
 
   
71 5 4 75

2003 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ტაილანდში პროგრესი განიცადა. აქ ადამიანის გავითარება ქვე-ეროვნულ დონეზე ხდება, რომელიც მოიცავს ადამიანის განვითარების რვავე ძირითად სფეროს. ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნულმა საბჭომ ცალკეულ პროვინციების განვითარებაზე (NESDB) პასუხისმგებლობა 2017 წლიდან აიღო.[20]

რანგი კლასიფიკაცია
1 - 15 ,,მაღალი"
16 - 30 ,,გარკვეულწილად მაღალი"
31 - 45 ,,საშუალო"
45 - 60 ,,გარკვეულწილად დაბალი"
61 - 77 ,,დაბალი"


  1. Royal Thai Government Gazette (PDF). 63 (29 Kor): 315–317. 9 May 1946 http://www.ratchakitcha.soc.go.th/DATA/PDF/2489/A/029/315.PDF. ციტირების თარიღი: 2 December 2019. აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
  2. Geographic information (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი 2020.
  3. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. გვ. 16-17. ციტირების თარიღი: 24 November 2019
  4. About Samut Sakhon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 17 May 2019.
  5. Kongrut, Anchalee (9 February 2020). "Pollution taints seaside community's prosperity". Bangkok Post. Retrieved 10 February 2020.
  6. World most polluted cities 2018 (PM2.5). AirVisual. ციტირების თარიღი: 13 September 2019.
  7. Kongrut, Anchalee (9 February 2020). "Pollution taints seaside community's prosperity". Bangkok Post. Retrieved 10 February 2020.
  8. Wattanavanitvut, Phongthai (10 September 2016). "Salt industry prepares for a shake-up". Bangkok Post. Retrieved 10 September 2016.
  9. About Us (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი 2020.
  10. Governance (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი 2020.
  11. „พระราชกฤษฎีกา จัดตั้งเทศบาลนครสมุทรสาคร จังหวัดสมุทรสาคร พ.ศ.๒๕๔๒“ (PDF). 10 November 1999. ციტირების თარიღი: 20 November 2019. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  12. „เปลี่ยนแปลงฐานะ เทศบาลเมืองอ้อมน้อย อำเภอกระทุ่มแขน จังหวัดสมุทรสาคร เป็นเทศบาลนครอ้อมน้อย“ (PDF). 27 December 2010. ციტირების თარიღი: 20 November 2019. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  13. „พระราชกฤษฎีกา จัดตั้งเทศบาลนเมืองกระทุ่มแบน จังหวัดสมุทรสาคร พ.ศ.๒๕๓๘“ (PDF). Royal Thai Government Gazette. 112 (40 Kor): 62–65. 24 September 1995. ციტირების თარიღი: 20 November 2019.
  14. „ประกาศกระทรวงมหาดไทย เรื่อง จัดตั้งองค์การบริหารส่วนตำบลคลองมะเดื่อ อำเภอกระทุ่มแบน จังหวัดสมุทสาคร เป็นเทศบาเมืองคลองมะเดื่อ“ (PDF). Royal Thai Government Gazette. 136 (Special 309 Ngor). 19 December 2019. ციტირების თარიღი: 22 December 2019.
  15. ตราสัญลัทษณ์. ციტირების თარიღი: 28 October 2020
  16. „พระราชบัญญัติ เปลี่ยนแปลงฐานะของสุขาภิบาลเป็นเทศบาล พ.ศ.๒๕๔๒“ (PDF). 24 February 1999. ციტირების თარიღი: 28 October 2020. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  17. ตราสัญลัทษณ์. ციტირების თარიღი: 28 October 2020
  18. ประวัติความเป็นมา. ციტირების თარიღი: 28 October 2020
  19. Number of local government organizations: Summary elevating local authorities. (20 September 2011). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  20. Human achievement index 2017 by National Economic and Social Development Board (NESDB), pages 1-40, maps 1-9, retrieved 14 September 2019, ISBN 978-974-9769-33-1