სამსონ ქუთათელაძე

სამსონ თენგიზის ძე ქუთათელაძე (დ. 4 მაისი, 1964, საჩხერე, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 15 იანვარი, 2018, რუსთავი) — ქართველი სამხედრო პირი, ბრიგადის გენერალი.

სამსონ ქუთათელაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 4 მაისი, 1964
დაბადების ადგილი საჩხერე
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი, 2018 (53 წლის)
გარდაცვალების ადგილი რუსთავი
ჯარის სახეობა ეროვნული გვარდია
სამხედრო სამსახურის წლები 1991–2008
წოდება ბრიგადის გენერალი
ნაწილი ეროვნული გვარდია, საჩხერის 16 სამთო ბატალიონი უფროსი 2004–2006 ეროვნული გვარდიის სარდალი. 2006–2008 გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი
ბრძოლები/ომები აფხაზეთის ომი (1992–1993)
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1988 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კომერციული ინსტიტუტი სპეციალობით იურისტი. ობერამერგაუს ნატოს სკოლა სპეციალობით კრიზისების მართვის კურსი, ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტი სპეციალობით სამხედრო დაგეგმვის კურსი. 1991 წლიდან მსახურობდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2001 წლამდე მსახურობდა საჩხერის ბატალიონში. 2001 წლიდან ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში იყო. 2004–2006 წლებში იყო ეროვნული გვარდიის სარდალი. მონაწილეობა ჰქონდა მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ომში (1992–1993), სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში. გავლილი ჰქონდა სამხედრო კურსები და წვრთნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთში.

2008–2012 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტში არჩეული იყო როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. შემდეგ მოღვაწეობდა კერძო ბიზნესის სექტორში. 2018 წლის 15 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს რუსთავში.[1]

ჯილდოები

რედაქტირება
  • ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი.
  • მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის
  • აშშ-ის ჯორჯიის შტატის მედალი განსაკუთრებული ღვაწლისთვის
  • აშშ არმიის დეპარტამენტის მიერ გაცემული მედალი საბრძოლო მიღწევებისთვის
  • აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება;
  • საჩხერის საპატიო მოქალაქე
  • საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი (2008)
  • საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (2010)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება