სამსონ დუმბაძე
სამსონ ანტონის ძე დუმბაძე (დ. 2 თებერვალი, 1866, შემოქმედი — გ. 1938, გორი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1915).
სამსონ დუმბაძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1866 |
დაბადების ადგილი | შემოქმედი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების ადგილი | გორი, საბჭოთა კავშირი |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1883-? |
წოდება | გენერალ-მაიორი |
ბრძოლები/ომები | რუსეთ-იაპონიის ომი, პირველი მსოფლი ომი |
ჯილდოები |
წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (1906) |
კავშირი |
მამა: ანტონ დუმბაძე |
იყო ცნობილი ლოტბარისა და მგალობლის, ანტონ დუმბაძის შვილი. მისი ძმები, იოსები, ნიკოლოზი, მიხეილი და ივანე აგრეთვე რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ივანე დუმბაძე, რომელიც იალტის მთავარმმართებელი იყო.
განათლება მიიღო თბილისის კადეთა კორპუსში და ნიკოლაევსკის ინჟინერთა სასწავლებელში. სამხედრო სამსახურს შეუდგა 1883 წლის 31 აგვისტოდან. გაგზავნილ იქნა პირველ კავკაციურ ბატალიონში, სადაც მიიღო პოდპორუჩიკის (1884), პორუჩიკის (1888), შტაბსკაპიტნის (1891) და კაპიტნის (1894) ჩინები. ამის შემდეგ დაასრულა ნიკოლაევსკის საინჟინრო აკადემია, გახდა პოდპოლკოვნიკი (1902) და პოლკოვნიკი (1902). 1915 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. იმავე წლიდან მუშაობდა ქ. ომსკის სამხედრო ოლქის მთავარ ინჟინრად. იყო თეთრების მოძრაობის წევრი. დაპატიმრებული იყო რვა წლის განმავლობაში, სასჯელს იხდიდა ბუტირკის ციხეში (მოსკოვი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 511.