იოსებ დუმბაძე
იოსებ დუმბაძე (რუს. Думбадзе Иосиф Антонович დ. 3 იანვარი, 1865, შემოქმედი — გ. უცნობია) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. იყო ცნობილი ლოტბარისა და მგალობლის, ანტონ დუმბაძის შვილი. მისი ძმები, სამსონი, ნიკოლოზი, მიხეილი და ივანე აგრეთვე რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ივანე დუმბაძე, რომელიც იალტის მთავარმმართებელი იყო.
იოსებ დუმბაძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 3 იანვარი, 1865 |
დაბადების ადგილი | შემოქმედი, რუსეთის იმპერია |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1882-? |
წოდება | გენერალ-მაიორი |
ბრძოლები/ომები | რუსეთ-იაპონიის ომი |
ჯილდოები |
წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (1901) |
კავშირი |
მამა: ანტონ დუმბაძე |
განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში. სამხედრო სამსახურს შეუდგა 1882 წლის 24 აგვისტოდან. დაამთავრა მე-3 სამხედრო ალექსანდროვკის სასწავლებელი. 1884 წელს პოდპურიჩიკის წოდებით ჩაირიცხა ყარსი-ალექსანდროვკის კორპუსში. შემდეგ მიიღო პორუჩიკის (1888), შტაბსკაპიტნის (1894), კაპიტნის (1898) და პოდპოლკოვნიკის (1904) ჩინები. მონაწილეობდა 1904–1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში. იყო ვლადივასტოკის ციხე-სიმაგრის პირველი საარტილერიო ბრიგადის მეთაური. ომის შემდეგ დაასრულა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. 1908 წელს მიიღო პოლკოვნიკის, 1912 წელს კი გენერლის წოდება, 1914 წელს — გენერალ მაიორის წოდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 509.