სამსონ ასათიანი

ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი

სამსონ ასათიანი (დ. 2 ივნისი, 1873 — გ. უცნობია) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. დაამთავრა სასულიერო სემინარია. სამხედრო კარიერა დაიწყო 1892 წელს. სამხედრო კარიერის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ, 1897 წელს მიიღო პოდპორუჩიკის ჩინი. 1901 წელს მიიღო პორუჩიკის ჩინი. 1905 წელს გახდა შტაბს-კაპიტანი. ოთხი წლის შემდეგ, 1909 წელს გახდა კაპიტანი. 1912 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის ჩინი. 1916 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის ჩინი. 1913 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1917 წელს მიენიჭა წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, ამავე წელს მიიღო წმინდა ანას III ხარისხის ორდენი.

სამსონ მალაქიას ძე ასათიანი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 2 ივნისი, 1873
წოდება პოლკოვნიკი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება