სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხი
სარწყავი არხი საქართველოში. თბილისში, კახეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში
სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხი — არხი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანსა და გარდაბნის ვაკეზე. წყალს იღებს თბილისის ზღვიდან. არხის სიგრძეა 48,1 კმ, სარწყავი ქსელის ჯამური სიგრძე 441,9 კმ. მაქსიმალური გამტარუნარიანობა — 12 მ³/წმ. ექსპლუატაციაშია 1952 წლიდან. არხი რწყავს ძირითადად გარდაბნის მუნიციპალიტეტის, აგრეთვე თბილისის მიწებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვახარია ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 711.