სამარის დრამის თეატრი
მაქსიმ გორკის სახელობის სამარის დრამის აკადემიური თეატრი (რუს. Самарский академический театр драмы имени М. Горького) — უძველესი დრამატული თეატრი რუსეთის ქალაქ სამარაში. 1995 წლიდან - დღემდე თეატრის დირექტორია რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვიაჩესლავ გვოზდკოვი[1]. 2009 წლიდან მაქსიმ გორკის სახელობის სამარის დრამის აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორია ვალერი გრიშკო[2].
მაქსიმ გორკის სახელობის სამარის დრამის აკადემიური თეატრი | |
---|---|
Самарский академический театр драмы имени М. Горького | |
სამარის დრამის თეატრი | |
| |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | თეატრი |
არქიტექტურული სტილი | ფსევდორუსული სტილი |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | სამარა |
მისამართი | пл. Чапаева 1 |
კოორდინატები | 53°11′38″ ჩ. გ. 50°06′09″ ა. გ. / 53.19389° ჩ. გ. 50.10250° ა. გ. |
დაიწყო | 1851 |
დასრულდა | 1851 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
ტევადობა | 702 ადგილი |
სამარის დრამის თეატრი
რედაქტირებასამარის დრამის თეატრის ისტორია 1851 წლიდან იწყება, როდესაც სამარას გუბერნიის ქალაქის სტატუსი მიენიჭა. მაშინ სამარაში პირველი პროფესიული დასი გაჩნდა — ე. სტრელკოვას ანტრეპრიზა. ის ვაჭარ ლებედევის სპეციალურად მოწყობილ სახლში გამოდიოდა. 1854 წელს ლებედევის სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა.
1855 წელს თეატრი ხის შენობაში იყო. 1888 წელს არქიტექტორ მიხეილ ჩიჩაგოვის პროექტის მიხედვით, თეატრის ახალი ქვის შენობა აშენდა. ფსევდორუსული სტილის თეატრის შენობას ქალაქის მაცხოვრებლებმა „ტერემოკი“ ან „თაფლაკვერის სახლი“ შეარქვეს.
XIX საუკუნეში სამარის თეატრის გაფურჩქვნის პერიოდი უკავშირდება პეტრე მედვედევის (1860-80-იანი წლები), ა. რასკაზოვის 1870-იანი წლები, ი. ნემოვის, ი. ნოვიკოვის (1870-იანი, 1880-იანი წლები) ანტრეპრიზებს. სამარაში გამოდიოდნენ ე.წ. „შერეული“ დასები (დრამა, ოპერა, ოპერეტა). 1907 წლიდან წარმოდგენები თეატრ-ცირკის „Олимп“ (ამჟამად ეს შენობა სრულად გადაკეთებულია, თუმცა მისი ისტორიული ფასადი პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული, მასში სამარის სახელმწიფო ფილარმონიაა განთავსებული).
1930 წელს სამარაში დრამატული თეატრის მუდმივი დასი შეიქმნა, რომელიც 1888 წელს აშენებულ შენობაში განთავსდა. 1930-იანი წლების დასაწყისში მასში შედიოდნენ მსახიობები: იური ტოლუბეევი, ვასილი მერკურიევი, ა. კისტოვი, ვ. შარლახოვი, ვალერი ნელსკი, დასს ნიკოლაი სიმონოვი ხელმძღვანელობდა.
1936 წელს „მაქსიმ გორკის ხსოვნის უკვდავყოფის“ დადგენილებით კუიბიშევის სამხარეო დრამატულ თეატრს მწერლის სახელი მიენიჭა.
1955 წელს რეჟისორად პეტრე მონასტირსკი მოიწვიეს, 1959 წელს ის თეატრის მთავარ რეჟისორად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 1995 წლამდე იმუშავა (1965-დან 1967 წლამდე შუალედში — მუშაობდა ვორონეჟში).
1977 წელს კუიბიშევის დრამის თეატრმა აკადემიურის სახელწოდება მიიღო (პეტრე მონასტირსკის ხელმძღვანელობით).
1995 წელს 80 წლის პეტრე მონასტირსკიმ თანამდებობა დატოვა. სამარის ოლქის გუბერნატორმა კონსტანტინე ტიტოვმა 13 ოქტომბრიდან სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვიაჩესლავ გვოზდკოვი დანიშნა.
1996 წელს მსახიობი ვერა ერშოვა ნომინაციაში „ღირსებისა და პატივისათვის“ ეროვნული თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი-ს“ ლაურეატი გახდა.[3]
1998 წელს — თეატრმა ავინიონის ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა.
2007 წელს — რუსეთის I ფესტივალზე „ვოლგის თეატრალური სეზონები“ ანტონ ჩეხოვის სპექტაკლმა „Душечка“ (რეჟისორი ვ. გვოზდკოვი) საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათვის პრიზი აიღო.
2011 წელს — თეატრის 160 წლის იუბილე სამარის დრამის თეატრისადმი მიძღვნილი ჟურნალ „Театральная жизнь“-ის სპეციალური ნომრით აღინიშნა. 17-დან 25 ივნისამდე მაქსიმ გორკის სახელობის სამარის დრამის აკადემიურმა თეატრმა გასტროლები გამართა ისრაელში, სადაც სპექტაკლები „Шесть блюд из одной курицы“ და „До третьих петухов“ წარადგინა.
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Гвоздков Вячеслав Алексеевич | Самарский академический театр драмы имени М. Горького.. www.dramtheatre.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-31. ციტირების თარიღი: 2016-01-02.
- ↑ Гришко Валерий Викторович | Самарский академический театр драмы имени М. Горького.. www.dramtheatre.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-15. ციტირების თარიღი: 2016-01-02.
- ↑ ЗОЛОТАЯ МАСКА /. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-28. ციტირების თარიღი: 2018-03-19.