სამადლო (თბილისი)

ნასოფლარი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში

სამადლო — ნასოფლარი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდ. ასურეთისხევის სათავესთან, სოფელ კიკეთის მახლობლად.

იხსენიება XVII-XVIII საუკუნეების ისტორიულ თხზულებებსა და დოკუმენტებში. ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსას“ მიხედვით: „ფარცხის ქუეით ერთვის ალგეთს ხევი ბოგიუსა... მას ქუეით ერთვის ალგეთს ხევი ასურეთისა, გამოსდის სამადლოს“. 1568 წელს სამადლოსთან მოხდა ბრძოლა ქართლის მეფე სვიმონ I-სა და მის გამაჰმადიანებულ ძმას — დაუთ-ხანს შორის. სამადლოზე გავლით თბილისისკენ გზა მიდიოდა. აქვე მდგარა ფუნდუკი — სასტუმრო სახლი. სამადლო არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ლიტერატურა

რედაქტირება