სამადლოს ხიდი
სამადლოს ხიდი — არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის დასავლეთით 3 კილომეტრზე, გადებულია მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკად სამადლოსხევზე, შესართავიდან 200 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ერთმალიანი ოდნავ შეისრულთაღიანი ხიდი ნაგებია მსხვილი რიყის ქვითა და კირის ხსნარით. მისი სიგრძე 7,5 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე — 1,4 მეტრი, თაღის ღიობის სიმაღლე — ამჟამად 0,5 მეტრია. ხიდი სანახევროდ მოსილულია. უძველესი დროიდან აქ გადიოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელიც მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირს მიჰყვებოდა და მთელ შიდა ქართლს სიგრძივ კვეთდა. ხიდის დასავლეთით, 300 მეტრზე, მტკვრისპირა ბორცვზე შემორჩენილია ქვითკირის შენობის ნანგრევები (ფუნდუკი ან ქარვასლა).
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგოშიძე ი., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 335.