სალხინოს ოჯალეში
სალხინოს ოჯალეში — ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო. მზადდება ოჯალეშის ჯიშის ყურძნისგან.
ტიპი, ფერი და ძირითადი მოთხოვნები
რედაქტირება„სალხინოს ოჯალეში“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ფერი – მუქი ბროწეულისფერი მეწამული შეფერილობით;
- არომატი და გემო - გემოზე სავსე, დახვეწილი, ხალისიანი, ექსტრაქტული და ჰარმონიული, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით;
- ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11 %-ზე ნაკლები;
- დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 24 გ/ლ-ზე ნაკლები;
- შაქრიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს;
- ტიტრული მჟავიანობა არ უნდა იყოს 5 გ/ლ-ზე ნაკლები;
- სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
წარმოების გეოგრაფიული არეალი და ზონები
რედაქტირებასალხინოს მიკროზონა მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდინარე ტეხურის მარცხენა სანაპიროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ქვიბიის მთების კალთებამდე. სამხრეთ-აღმოსავლეთით მას ეკვრის სოფლები გაჭედილი და ბალდა, ხოლო ჩრდილოეთით – ნობულევი. სამხრეთ-დასავლეთით დიდი ჭყონისა და ტალერისაგან ჰყოფს მდინარე ტეხური. ზღვის დონიდან სიმაღლე შეადგენს 250 მეტრს.
ყურძნის მოსავალი და ღვინის გამოსავალი
რედაქტირებაყურძნის მოსავალი 1 ჰექტარ ვენახზე არ უნდა აღემატებოდეს 8 ტონას. ღვინის გამოსავალი არ უნდა აღემატებოდეს:
- 500 ლიტრს – ერთი ტონა ყურძნიდან;
- 4000 ლიტრს – ერთი ჰა ვენახიდან.
ყურძნის გადამუშავება, ღვინის დამზადება და ჩამოსხმა
რედაქტირება„სალხინოს ოჯალეშის“ წარმოებისათვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს სალხინოს გაშენებული ვენახებიდან. ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება დასაშვებია მხოლოდ სალხინოს მიკროზონის ფარგლებში
ღვინო „სალხინოს ოჯალეში“ მზადდება დურდოს სრული ალკოჰოლური დუღილის გზით.
ღვინო „სალხინოს ოჯალეშის“ სამომხმარებლო ბაზარზე გატანა დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.
ღვინის წარმოებისას დასაშვებია მხოლოდ იმ ოპერაციების, მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.