სალომინაოს ღვთისმშობლის ეკლესია
სალომინაოს ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალომინაოში, სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე.
აღწერა
რედაქტირებასალომინაოს ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ტაძარია, რომელიც ამჟამად დაზიანებულია და შემორჩენილია საკურთხეველი და ჩრდილოეთი კედლის დიდი ნაწილი. მათი სიმაღლე დაახლოებით 5-6 მეტრს აღწევს. აბსიდის ჩრდილოეთით მაღალი თაღოვანი ნიშია, რომელშიც შემორჩენილია მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტები. აბსიდის ჩრდილოეთი მხარი ორსაფეხურიანია. ჩანს სარკმლის მარცხენა წირთხლის ფრაგმენტი. ჩრდილოეთ კედელზე სამსაფეხურიანი პილასტრის კვალია. ეკლესია ნაგები იყო მონაცრისფრო, უხეშად დამუშავებული ქვით. კონსტრუქციული ნაწილებისათვის გამოყენებული იყო თლილი ქვა. ეკლესიის სამხრეთი და დასავლეთი კედლები ჩანს საძირკვლის დონეზე. დასავლეთით მინაშენის ფრაგმენტებია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10122