სალომე ორბელიანი
სალომე ორბელიანი (დ. 1795 — გ. 1847) — ქართველი დიდგვაროვანი ორბელიანების საგვარეულოდან. ალექსანდრე ჭავჭავაძის მეუღლე. სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის დედა.
სალომე ორბელიანი | |
---|---|
დაიბადა | 1795 |
გარდაიცვალა | 1847 |
საგვარეულო |
ორბელიანები (დაბადებით) ჭავჭავაძეები (ქორწინებით) |
მეუღლე(ები) |
ალექსანდრე ჭავჭავაძე (ქ. 1812 - გარდ. 1846) |
შვილ(ებ)ი |
ნინო ეკატერინე დავითი სოფიო |
მამა | ივანე ორბელიანი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
ბიოგრაფია
რედაქტირებასალომე ორბელიანი დაიბადა 1795 წელს ქართველი დიდებულის, ივანე დავითის ძე ორბელიანის ოჯახში. დედამისის ვინაობა უცნობია.
1812 წლის 19 თებერვალს იგი დაქორწინდა ასევე დიდგვაროვან ალექსანდრე ჭავჭავაძეზე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა. ცნობილია, რომ იგი აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმეს. ქმართან შეთანხმებით იგი შემოწირულობების სახით გასცემდა ნივთებსა და ფულს. როგორც დიდი ჰუმანისტი, სალომე აფინანსებდა უამრავ პროექტსაც.
ცნობილია, რომ იგი თავისი დროის ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონი იყო. სალომე ორბელიანი თბილისის რეზიდენციაში ხშირად აწყობდა სალონურ შეხვედრას, სადაც მსჯელობდნენ სოციალურ, პოლიტიკურ, ლიტერატურულ საკითხებზე და ხელოვნების, მუსიკისა და ბიზნესის პრობლემებსაც განიხილავდნენ. მისი თანამედროვეები სალომეს იცნობდნენ, როგორც მომხიბლავ ქალს, რომელიც რამდენიმე პოეტისათვის შთაგონების წყაროდაც კი გადაიქცა და მასზე ლექსებსაც წერდნენ.
1846 წლის 6 ნოემბერს ალექსანდრე ჭავჭავაძე გარდაიცვალა, რაც დიდი დარტყმა იყო სალომესთვის. მიუხედავად ამისა, მან დიდი ძალისხმევა მოახმარა ქმრის კუთვნილი საარქივო მასალების შეგროვებასა და შენახვას. ამ მასალებში პირადი მიმოწერის გარდა,თავმოყრილი იყო ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები. სამწუხაროდ, ამ მასალის უდიდესი ნაწილი 1854 წელს წინანდლის მამულზე შამილის თავდასხმის შედეგად განადგურდა, რომლის დროსაც ბატონიშვილი ანა ჭავჭავაძე, მისი და, ბატონიშვილი ელენე ორბელიანი, მათი შვილები და მსახურები გაიტაცეს.
სალომე ორბელიანმა ქმრის დაკარგვა რთულად გადაიტანა, რის გამოც იგი სულ ერთ წელიწადში, 1847 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდაზე, მამადავითის ეკლესიაში.
შვილები
რედაქტირება- ნინო (1812-1857), დაქორწინდა ალექსანდრე გრიბოედოვზე, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ეკატერინე (1816-1882), ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავარ დავით დადიანს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
- დავითი (1817-1884), ცოლად შეირთო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი, რომელთანაც თერთმეტი შვილი შეეძინა;
- სოფიო (1833-1862), ცოლად გაჰყვა ალექსანდრე ნიკოლაის, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა;
-
ნინო
-
ეკატერინე
-
დავითი
-
სოფიო