სალომე ომიაძე (დ. 30 მარტი, 1969) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. სამეცნიერო შრომების ავტორი. ერთი რომანის, 7 მოთხრობის, 100-ზე მეტი საბავშვო ლექსის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველურ ენათა განყოფილება 1991 წელს და ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა 1994 წელს. დოქტორანტურა კი 2006 წელს.

1991-1994 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალი ქართული ენის კათედრის ასპირანტი, 1995-1997 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის მასწავლებელი. ახალი ქართული ენის კათედრის დოცენტი იყო 1997-2006 წლებში. 2006 წლიდან იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასოცირებული პროფესორი. 1993-1995 წლებში იგი აგრეთვე იყო ეგზიუპერის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. სატელევიზიო სტუდია "აუდიენცია", სტილისტ-რედაქტორი 1995-1996 წლებში და 2004-2009 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის. 2004-2007 წლებში იყო მიწვეული ლექტორი, 2007-2009 წლებში კი სრული პროფესორი. 2008-2016 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის, მიწვეული ლექტორი. 2011-2015 წლებში კი არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ასევე იყო ამავე ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი 2015-2018 წლებში. ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია 2018 წლიდან. კვლევის ძირითადი მიმართულებები: ლინგვოკულტუროლოგია, ქართული ენის სტილისტიკა, პრაგმატიკა, სემიოტიკა, კოგნიტიური ლინგვისტიკა, პედაგოგიკა.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • საგანმანათლებლო რესურსების ნაკრები ჩვენი სამყარო : პირველი სერიის მეხუთე მოდული ”წითელი ჭიამაია”, თბ., 2015, გვ. 36 ISBN 9789941946011
  • საპნის ბუშტები : მოთხრობა, თბ., 2015, გვ. 16
  • საგანმანათლებლო რესურსების ნაკრები ჩვენი სამყარო : მეორე სერიის მერვე მოდული "პარკში", თბ., 2015, გვ. 30 ISBN 9789941943904
  • ანას : წერილები და მოგონებები ანა კალანდაძეზე, თბ., ენათმეცნიერების ინ-ტი, 2014, გვ. 253
  • დედები და შვილები : ლექსი, თბილისი, სანი, 2002, გვ. 12 ISBN 9992898593

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012,გვ. 484

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება