სალიმ ალი (დ. 12 ნოემბერი, 1896 — გ. 20 ივნისი, 1987) — ინდოელი ორნიტოლოგი და ნატურალისტი . მას ხანდახან პატივისცემით უწოდებენ «Birdman of India». ის იყო პირველი ინდოელი, რომელმაც ჩაატარა სისტემატური ორნიტოლოგიური კვლევები და დაწერა რამდენიმე წიგნი. მისმა საქმიანობამ ხელი შეუწყო ორნიტოლოგიის პოპულარიზაციას ქვეყანაში. სიდნი დილონთან ერთად რიპლიმ შექმნა ინდოეთის და პაკისტანის ჩიტების მნიშვნელოვანი ათტომიანი სახელმძღვანელო (მეორე გამოცემა დასრულდა მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ). სალიმ ალის საპატივსაცემოდ მისი სახელი უწოდეს ფრინველების რამდენიმე სახეობას (როგორიცაა Zoothera salimalii ), ნაკრძალებს და დაწესებულებებს.

სალიმ ალი
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი 1896
ბომბეი ბრიტანეთის ინდოეთი, ბრიტანეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 ივლისი 1987 (90 წლის)
ბომბეი ინდოეთი
მოქალაქეობა

ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი

ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა ორინტოლოგი, პოლიტიკოსი, ავტობიოგრაფი, ნატურალისტი
ჯილდოები

პადმა ბჰუშანი (1958)

პადმა ვიბჰუშანი (1976)

ბიოგრაფია

რედაქტირება

მამა ერთი წლის ასაკში დაკარგა, ხოლო დედა — სამი წლის ასაკში. ძმებთან და დებთან ერთად ბიძამ და მამიდამ გაზარდეს. სალიმ ალიმ გასროლის შედეგად Gymnoris xanthocollis-ის სახეობის თუთიყუში ჩამოაგდო, რომლის სახეობაც განსაზღვრა ვ. მილარდმა. ამ შემთხვევის შემდეგ სალიმ ალი დაინტერესდა ორნიტოლოგიით. ყმაწვილმა კაცმა გარკვეული დრო გაატარა ბირმაში (დღევანდელ მიანმარში). იქ თვალყურს ადევნებდა თავისი ოჯახის ვოლფრამის და ხე-ტყის ბიზნესს. შემდეგ დაბრუნდა ინდოეთში, განაგრძო სწავლა (მისი მთავარი ინტერესის სფეროს ველური ბუნების შესწავლა წარმოადგენდა) და 1918 წლის დეკემბერში დაქორწინდა შორეულ ნათესავზე, თეჰმინაზე. [1] ევროპაში წასვლის შემდეგ ალი აქტიურად ატარებდა მოტოციკლს და რამდენჯერმე დაშავდა კიდეც. გერმანიაში ის შეხვდა ერვინ შტრეზემანს რომელსაც თავის ავტობიოგრაფიაში თავის გურუს უწოდებდა.

1930 წელს დაბრუნდა ინდოეთში.

დოქტორი სალიმ ალი გარდაიცვალა მშობლიურ ბომბეიში, 90 წლის ასაკში, 1987 წლის 20 ივნისს, პროსტატის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.

შეხედულებები

რედაქტირება

სალიმ ალი გამოდიოდა სპორტული ნადირობის წინააღმდეგ (თუმცა ერთ დროს კარგად იცნობდა და აფასებდა ლიტერატურას შიკარების — პროფესიონალი მონადირეების შესახებ), ამავე დროს, ის ამართლებდა ფრინველების ნიმუშების შეგროვებას სამეცნიერო მიზნებისთვის. მას სჯეროდა, რომ ველური ბუნების დაცვა არ უნდა ეფუძნებოდეს ისეთ ფილოსოფიურ იდეებს, როგორიცაა აჰიმსა [2].

სალიმ ალი გამოდიოდა თამბაქოს მოწევის და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ. არ უყვარდა ხალხი, ვინც ძილში ხვრინავდა.

ადრეულ ასაკში, მუსლიმურ გარემოში ცხოვრობდა, ზეპირად სწავლობდა ყურანს, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა არაბული ერთი სიტყვაც კი. ზრდასრულ ასაკში შესძულდა ის, რასაც უაზრობად მიიჩნევდა, მათ შორის, ფარისევლური ლოცვის პრაქტიკა, რის გამოც იგი "უარყვეს წმინდანმა უხუცესებმა." [3]

სალიმ ალი ცნობილი იყო თავისი ეკონომიური ცხოვრების წესით, მისი პროექტების დასრულების შემდეგ ხშირად რჩებოდა დაზოგილი თანხა.

ღირსებები და ჯილდოები

რედაქტირება
 
ინდური ფერადი წეროს სახეობა ბჰარატპურში და სალიმ ალი 1996 წლის ინდოეთის საფოსტო მარკაზე

მეცნიერმა 1958 წელს მიიღო პადმა ბჰუშანის პრემია და 1976 წელს პადმა ვიბჰუშანიინდოეთის მესამე და მეორე უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოები. [4]

სალიმ ალი ავტორია მრავალი ჟურნალის სტატიის. 2007 წელს გამოიცა მისი მოკლე წერილებისა და შენიშვნების ორტომიანი კრებული, ტარა განდის — მეცნიერის ერთ-ერთი ბოლო სტუდენტის რედაქტირებით. [5]

  1. Ali (1985):37.
  2. Ali (1985):233
  3. Ali (1985):229
  4. Padma Awards. Ministry of Home Affairs, Government of India (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-19. ციტირების თარიღი: 2015-07-21.
  5. (2007) რედ. Gandhi, Tara: A Bird's Eye View : The Collected Essays and Shorter Writings of Salim Ali. Permanent Black. ISBN 978-81-7824-170-8.