სალთვისის არხი

სარწყავი არხი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში

სალთვისის არხი — სარწყავი არხი შიდა ქართლის მხარეში. წყალს იღებს მდინარე დიდი ლიახვიდან. სათავე ნაგებობა დგას ქალაქ ცხინვალში (ამავე ნაგებობიდან, მდინარის მარცხენა მხარეს იწყება ტირიფონის არხი). მაგისტრალური არხის სიგრძეა 8 კმ, სარწყავი ქსელისა — 325 კმ. მაქსიმალური გამტარუნარიანობა 9,0 მ³/წმ. ექსპლუატაციაშია 1950 წლიდან. რწყავს 11 978 ჰა სავარგულს. აქედან გორის მუნიციპალიტეტში — 7735 ჰა. ქარელის მუნიციპალიტეტში — 4243 ჰა.

ლიტერატურა რედაქტირება