სალდა (ტურის შენაკადი)

სალდა (რუს. Салда) — მდინარე რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში; ტურის (ობის აუზი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 182 კმ, აუზის ფართობი 3670 კმ². სათავეს იღებს მთა ბლაგოდატის კალთაზე, მიედინება დაჭაობებულ ადგილებზე. იკვებება უმეტესად თოვლის წყლით. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 36 კმ-ზე — 11,5 მ³/წმ. იყინება ოქტომბერში – ნოემბრის დასაწყისში, ლღვება აპრილში – მაისის დასაწყისში.[1]

სალდა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები სვერდლოვსკის ოლქი
სათავე 58°17′29″ ჩ. გ. 59°51′14″ ა. გ. / 58.29139° ჩ. გ. 59.85389° ა. გ. / 58.29139; 59.85389
შესართავი ტურა
58°47′27″ ჩ. გ. 61°20′53″ ა. გ. / 58.79083° ჩ. გ. 61.34806° ა. გ. / 58.79083; 61.34806
სიგრძე 182 კმ
აუზის ფართობი 3670 კმ²
მდინარის სისტემა ტურატობოლიირტიშიობიკარის ზღვა
სალდა (ტურის შენაკადი) — რუსეთი
სალდა (ტურის შენაკადი)
სალდა (ტურის შენაკადი)
— სათავე, — შესართავი
  1. Салда // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 22 — М., 1975.