სალაღოსწვერის ეკლესია

სალაღოსწვერის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროსკარიდან დასავლეთით, 3 კილომეტრზე. სალაღოსწვერის მთაზე. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვითა და შირიმის კვადრებით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1-1,3 მეტრს აღწევს. აღმოსავლეთით ძლიერ შებრტყელებული ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილი სარკმლის ქვედა ნახევარია შემორჩენილი. სარკმლის ქვემოთ მოწყობილია ქვის თარო. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია შირიმის კვადრებით ნაგები განიერი მხრებით. დარბაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში, აფსიდთან ახლოს, თითო ნიშია.

ლიტერატურა

რედაქტირება