სალასპილსის მხარე

სალასპილსის მხარე (ლატვ. Salaspils novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ვიძემეს რეგიონში. მხარე მოიცავს სალასპილსის თემსა და ქალაქ სალასპილსს, რომელიც შედის მხარის შემადგენლობაში და წარმოადგენს მხარის ადმინისტრაციულ ცენტრს.

მხარე
სალასპილსის მხარე
Salaspils novads
დროშა გერბი

ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
ადმ. ცენტრი Salaspils
შიდა დაყოფა Salaspils და Salaspils Parish
კოორდინატები 56°51′06″ ჩ. გ. 24°21′02″ ა. გ. / 56.85167° ჩ. გ. 24.35056° ა. გ. / 56.85167; 24.35056
დაარსდა 2009
ფართობი 127 კმ²
მოსახლეობა 23 188 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 182,8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი აღმოსავლეთ ევროპული დრო და აღმოსავლეთ ევროპის ზაფხულის დრო
ოფიციალური საიტი salaspils.lv
სალასპილსის მხარე — ლატვია
სალასპილსის მხარე

ესაზღვრება კეკავის, სტოპინის, როპაჟის, იქშკილეს მხარეები და ქალაქი რიგა.

მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულებისას რიგის რაიონის ტერიტორიაზე.

მოსახლეობა

რედაქტირება

მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 23 188 კაცს. მხარის ფართობია 127 კმ². მხარის ეროვნული შემადგენლობა 2010 წლის მონაცემებით ასეთია[1]:

ეროვნება რაოდენობა %
ლატვიელები 10013 43,18 %
რუსები 9238 39,84 %
ბელარუსები 1356 5,85 %
უკრაინელები 828 3,57 %
პოლონელები 496 2,14 %
ლიეტუველები 261 1,13 %
სხვა 517 2,23 %
სულ 23188 100,00 %

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Численность жителей в самоуправлениях по национальному составу на 01.01.2010. Управление по делам гражданства и миграции (2010-01-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-06. ციტირების თარიღი: 2010-06-15.