სალამანკის ბრძოლა
სალამანკის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ნახევარკუნძულის ომის ნაწილი | |||
თარიღი | 22 ივლისი, 1812 | ||
მდებარეობა | არაპილესი, სალამანკასთან ახლოს ესპანეთი | ||
შედეგი | ინგლისელებისა და მათი მოკავშირების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
სალამანკის ბრძოლა ვიკისაწყობში |
სალამანკის ბრძოლა არაპილესის ბრძოლა — ნახევარკუნძულის ომის ერთ-ერთი ეპიზოდი. გაიმართა ესპანეთში 1812 წლის 22 ივლისს არაპილესთან, სალამანკის მახლობლად დიდი ბრიტანეთისა და მისი ესპანელი და პორტუგალიელი მოკავშირეების არმიასა (მთავარსარდალი ართურ უელსლი) და საფრანგეთის არმიას (მთავარსარდალი ოგიუსტ მარმონი და სხვები) შორის.
ბრძოლა ფრანგების დამარცხებით დასრულდა და არტურ უელსლიმ მცირე ხნით დაიკავა კიდეც მადრიდი, თუმცა მოგვიანებით იძულებული გახდა უკან დაეხია თავის ბაზაზე პორტუგალიაში.
დანაკარგები
რედაქტირებაბრიტანეთის არმიამ დაკარგა 5 200[1]ან სხვა მონაცემებით 4 700 ადამიანი[2][3]. ფრანგების მონაცემებით მათ დაკარგეს 12 500 ადამიანი[3]. სხვა მონაცემებით მათ დაკარგეს 13 000 მებრძოლი[2].