საკონ-ნაქონის პროვინცია
საკონ-ნაქონის პროვინცია ( ტაი. สกลนคร) — ტაილანდის სამოცდათექვსმეტი პროვინციიდან (ჩანგვატი) ერთ- ერთი. ის მდებარეობს ტაილანდის ზედა ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელსაც ასევე უწოდებენ ისანის რეგიონს. მისი მეზობელი პროვინციებია (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ნონგ კაი, ბუენგ კან, ნახონ ფანომი, მუკდაჰანი, კალასინი და უდონ ტანი . პროვინციის დედაქალაქია საკონ ნაქონი .
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
საკონ-ნაქონის პროვინცია ტაი. สกลนคร | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Sakon Nakhon | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Sakon Nakhon, Kusuman, Kut Bak, Phanna Nikhom, Phang Khon, Waritchaphum, Nikhom Nam Un, Wanon Niwat, Kham Ta Kla, Ban Muang, Akat Amnuai, Sawang Daen Din, Song Dao, Tao Ngoi, Khok Si Suphan, Charoen Sin, Phon Na Kaeo და Phu Phan | ||||
კოორდინატები | 17°09′15″ ჩ. გ. 104°08′10″ ა. გ. / 17.15417° ჩ. გ. 104.13611° ა. გ. | ||||
ფართობი | 9 606 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 152 282 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 120 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | 042 | ||||
საფოსტო ინდექსი | 47 | ||||
ოფიციალური საიტი | sakonnakhon.go.th | ||||
სახელწოდება
რედაქტირებასიტყვა საკონ სანსკრიტული სიტყვა საკალა-დან მოდის ( დევანაგარი : सकल) რაც ,,მთლიან", ,,მთელს" ნიშნავს. სიტყვა ნაქონიც სანსკრიტული ნაგარა-დან ( დევანაგარი : नगर) მიდის და ნიშნავს ,,მცირე ქალაქს" ან ,,ქალაქს". შესაბამისად, პროვინციის სახელი ,,ქალაქთა ქალაქს" ნიშნავს.
გეოგრაფია
რედაქტირებაპროვინცია მდებარეობს ხორატის პლატოზე, მდინარე მეკონგის მიმდებარედ. ნონგ ჰანის ტბა, ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთის უდიდესი ბუნებრივი ტბაა, რომელიც ქალაქ საკონ ნახონთან ახლოს მდებარეობს და პოპულარული კურორტია. ფუ ფანის მთები განლაგებულია პროვინციის სამხრეთით.
ისტორია
რედაქტირებასაკონ ნახონის ისტორია დაახლოებით სამი ათასი წლის წინ იწყება. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად მიეანგ ნონგ ჰანი ან თანამედროვე სახონ ნახონი აშენდა მე-11 საუკუნეში, როდესაც ტერიტორიას ქხმერები მართავდა. როდესაც ქმმერებმა ძალა დაკარგეს, ქალაქი ლანსანგის ან ლაოსის სამეფოს დაქვემდებარების ქვეშ იყო. მას დაერქვა ,,მუანგ ჩიანგ მაი ნონგ ჰანი". როდესაც ქალაქი სიამის მმართველობის ქვეშ იყო, მას კვლავ ,,სახონ თავაპი" ეწოდა. სახელწოდება ,,საკონ-ნაქონი" მას 1830 წელს, მეფე რამა მე-3-ის მმართველობის პერიოდში დაერქვა.
ფუ ფანის მთები, რომელიც საკონ ნაქონში, კონკრეტულად კი სავანგ დაენ დინში მდებარეობს ძველად ტაილანდის კომუნისტური პარტიის დასაყრდენი იყო. [1]
ეთნიკური ჯგუფები
რედაქტირებასაკონ ნაქონის მთავარი შემადგენელი ეთნიკური ჯგუფებია ჩინელები და ვიეტნამელები, ასევე ტაი დამები და ნიავები. [2] [1]
სიმბოლოები
რედაქტირებაპროვინციის გერბზე გამოსახულია ფრათატ ჩიენგ ჩუმი, ლაოსური სტილის სტუპა, რომელიც აიუთაიას პერიოდში აშენდა ქმერული სტილის პრანგზე დაყრდნობით.
პროვინციული ხე არის ბანაბა ან დედოფლის კრეპის მირტი ( Lagerstroemia speciosa ). შავი ზვიგენი ( Labeo chrysophekadion ) - პროვინციული თევზია. [3]
ეკონომიკა
რედაქტირებათევზი და ბრინჯი ის ორი უმთავრესი პროდუქტია, რომელიც რეგიონში მოჰყავთ.
ხო ხუნ პონ იანგ ხამი გამოცხადებულია, როგორც ტაილადის საუკეთესო სარისხის საქონლის ხორცი, რომელისაც პონ იანგ ხამის კორპორაცია აწარმოებს. კორპორაცია შეიქმნა 1980 წელს მუეანგ სანხონ ნახონში. მან დიდი რეპუტაცია შეუქმნა პროვინციას. ხი ხუნ პონ იანგ ხამი ითვლება ,,ტაილანდურ კონეს ხორცად".[4]
ტრანსპორტი
რედაქტირებასარკინიგზო
რედაქტირებასაქონ ნახონს ჯერჯერობით არ აქვს მატარებლის სერვისები. ხალხს, ვისაც მატარებლით სურს საქონ ნახონში გამგზავრება, შეუძლია გაჩერდეს უდონ თანის რკინიგზის სადგურზე, მეზობელ პროვინციაში, შემდეგ კი ადგილობრივი ავტობუსით გადავიდეს დანიშნულების ადგილამდე. ავტობუსით გასავლელი მანძილი დაახლოებით 156 კილომეტრია.
Საჰაერო
რედაქტირებაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს რეგიონალური აეროპორტი, საკონ ნაქონის აეროპორტი.[5]
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაპროვინციის მთავრობა
რედაქტირებაპროვინცია დაყოფილია 18 ოლქად ( ამფოები ). ოლქები შემდგომ იყოფა 125 ქვე- ოლქად ( ტამბონები ) და 1,323 სოფლად ( მუბანებად ).
|
|
ადგილობრივი მთავრობა
რედაქტირებაროგორც 26 ნოემბერი 2019 არსებობს: [6] ერთი საკონ-ნაქონის პროვინციული ადმინისტრაციის ორგანიზაცია და 66 მუნიციპალური ტერიტორია პროვინციაში. საქონ ნახონს აქვს ქალაქის სტატუსი.
2017 წლის ადამიანის განვითარების ინდექსი
რედაქტირებაჯანმრთელობა | Განათლება | დასაქმება | შემოსავალი |
65 | 61 | 25 | 63 |
საცხოვრებელი | ოჯახი | ტრანსპორტი | Მონაწილეობა |
2 | 2 | 73 | 29 |
2003 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ტაილანდში პროგრესი განიცადა. აქ ადამიანის გავითარება ქვე-ეროვნულ დონეზე ხდება, რომელიც მოიცავს ადამიანის განვითარების რვავე ძირითად სფეროს. ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნულმა საბჭომ ცალკეულ პროვინციების განვითარებაზე (NESDB) პასუხისმგებლობა 2017 წლიდან აიღო.[7]
რანგი | კლასიფიკაცია |
1 - 15 | ,,მაღალი" |
16 - 30 | ,,გარკვეულწილად მაღალი" |
31 - 45 | ,,საშუალო" |
45 - 60 | ,,გარკვეულწილად დაბალი" |
61 - 77 | ,,დაბალი" |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასაკონ-ნაქონში დაბადებულები
რედაქტირებადუსიტ ჩალერმსანი: პროფესიონალი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი
სურე სუხა: პროფესიონალი ფეხბურთელი
სურტა სუხა: პროფესიონალი ფეხბურთელი
სინთავეეჩაი გათირატტანაკოოლი: პროფესიონალი ფეხბურთელი
პოონსავატ კრატინგდაენგგიმი: მსოფლიო კლასის პროფესიონალი მოკრივე
გალერეა
რედაქტირება.
-
3000 წლის პეტროგლიფები ფუ-იონის ეროვნულ პარკში
-
საქონ ნახონის ქალაქის კარიბჭე
-
ფრა თატ ჩოენგ ჩუმი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Sakon Nakhon, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- პროვინციული გვერდი ტაილანდის ტურისტული ორგანოსგან
- პროვინციის ვებ – გვერდი დაარქივებული 2020-11-17 საიტზე Wayback Machine. (მხოლოდ ტაილანდურ ენაზე)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Lyovarin, Win (1997). ประชาธิปไตยบนเส้นขนาน (Thai). Bangkok: Dok Ya, გვ. 255–256. ISBN 9748585476.
- ↑ จังหวัดสกลนคร เตรียมจัดงานมหกรรมภูมิปัญญาพื้นบ้านมูนมังอีสาน ครั้งที่ 11 ภายใต้ชื่อ "ข้าว ปลา ป่า เกลือ" thai. NNT (2020-01-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-21. ციტირების თარიღი: 2020-04-22.
- ↑ สัตว์น้ำประจำจังหวัดสกลนคร thai. Charoensinsuka "Phokham's Memorial" School (2015-06-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-17. ციტირების თარიღი: 2020-04-22.
- ↑ Chantanusornsiri, Wichit (2018-08-23)."The Kobe beef of Isan takes off" . Bangkokpost. Retrieved 2020-04-22.
- ↑ "Sakon Nakhon Airport". OurAirports. Retrieved 3 February 2013.
- ↑ Number of local government organizations by province. Department of Local Administration (DLA) (26 November 2019). ციტატა: „56 Sakon Nakhon: 1 PAO, 1 City mun., 65 Subdistrict mun., 74 SAO.“ ციტირების თარიღი: 10 December 2019
- ↑ Human achievement index 2017 by National Economic and Social Development Board (NESDB), pages 1-40, maps 1-9, retrieved 14 September 2019, ISBN 978-974-9769-33-1