საკვები კულტურები
საკვები კულტურები — ერთ-, ორ- და მრავალწლოვანი მცენარეები, რომლებიც მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გამოსაკვებად. საკვები კულტურებს განეკუთვნება საკვები ბალახები, ძირხვენები და გორგლეული, საკვები ბაღჩეული კულტურები, სასილოსე და მარცვალალაფი (საფურაჟე) კულტურები. საკვები კულტურების ნაკვეთები განლაგებულია მინდვრის და საკვებ მცენარეთა თესლბრუნვებში, აგრეთვე თესლბრუნვის გარეშე ნაკვეთებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 672.