საიდუმლო სერობა (რელიგიური რიტუალი)
საიდუმლო სერობა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება „ვნების კვირის“ ხუთშაბათს. ის მოძრავი დღესასწაულია. ახალი აღთქმის თანახმად, ამ დღეს უფალმა იესო ქრისტემ დააწესა წმინდა ზიარების საიდუმლო.
ეკლესიური სწავლებით, დიდ ხუთშაბათს ყველა მორწმუნე უნდა ცდილობდეს ეზიაროს მაცხოვრის წმიდა ხორცსა და სისხლს, რათა მარადიული ცხოვრება დაიმკვიდროს ცათა სასუფეველში, როგორც ამას თვით უფალი გვამცნებს: “და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს, და მე მის თანა”.
პირველი ლიტურგია
რედაქტირებაწმიდა მამათა სწავლებით, პირველ ლიტურგიაზე ზეციური ნათლით განათებულმა ღმერთკაცმა, იესო ქრისტემ აიღო მის წინ მდებარე პური, აკურთხა იგი, გადატეხა ნაწილებად, მოწაფეთა რიცხვის მიხედვით, და დაურიგა მათ; “და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური, ბერძნულად – “არტოსი”, ქება აღავლინა თავისი ზეციური მამისადმი, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: “მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქუენთვის მიცემული; ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა” (ლკ. 22,19).
მერე უფალმა აიღო სასმისი ღვინით, გააზავა იგი წყლით, აკურთხა ისევე, როგორც პური, ახალი, განსაკუთრებული კურთხევით “და მოიღო სასუმელი, და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა. ესე არს სისხლი ჩემი, არა სახე, არა გახსენება სისხლისა, არამედ ჭეშმარიტი და ნამდვილი ჩემი სისხლი ახლისა აღთქმისაი მრავალთათვის. ყველასათვის, ვინც კი ისურვებს შეუდგეს ცხონების საქმეს, დათხეული მისატევებლად ცოდვათა.”
ასე დაწესდა საიდუმლო სერობაზე პირველი ლიტურგია იესო ქრისტესი.
„საიდუმლო სერობა“ მხატვრობაში
რედაქტირებასაიდუმლო სერობის სცენამ ასახვა ჰპოვა მხატვრობაში.
მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა ლეონარდო და ვინჩის ფრესკა – “საიდუმლო სერობა”, რომელიც ასახავს ქრისტესა და მოციქულების უკანასკნელ ვახშამს, შექმნილია 1495—1498 წწ.-ში დელლა-გრაციეს (მილანი) მონასტრის ერთ-ერთ კედელზე.
დიდი მონდომებით შეასრულა ტინტორეტომ (იაკოპო რობუსტი) “საიდუმლო სერობა”, ქალაქ ლუკას საკათედრო ტაძრისთვის (1592წ.). სურათში გადაშლილია ცეცხლოვანი სივრცე, რომელიც დიდი ექსპრესიით გვიჩვენებს იესოს უკანასკნელ ვახშამს თავის მოწაფეებთან.