სათიბები
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
სათიბები — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედზე. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.
ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები მას არ იცნობენ, არც ქართულ ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებში გვხვდება.
1886 წლის აღწერით, აქ 10 კომლია (50 კაცი და 41 ქალი, სულ 91 კაცი), მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მთლიანად ოსურია.
1925 წლისათვის სათიბებში 25 კომლი მოსახლეა. აქ მხოლოდ ერთი გვარის წარმომადგენლები - თიგიშვილები ცხოვრობდნენ, რომლებიც XX საუკუნის 50-იან წლებში სოფელ ცხრამუხაში ჩაასახლეს და სოფელმაც არსებობა შეწყვიტა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 22, 3 ივნისი, 2019, გვ., 4